ლევან ღამბაშიძეს ნინო წილოსანისთვის 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით უჩივლა, სოციალურ ქსელში სასამართლოს მიერ ნინო წილოსანის სარჩელის დაკმაყოფილებას ეხმაურება და წერს, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მისივე თქმით, თავს დამნაშავედ არ გრძნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
"პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად თანავუგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი. ალბათ პარალელურ სამყაროში კარგი ადამიანის სახელიც შეიძლება ჰქონოდა და ვხვდები როგორ განიცდის ამას.
რაც შეეხება მარინა აზამანცევას…
ტყუილია რომ სასამართლომ დაადასტურა რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ერთი ნინო დათაშვილია კრიმინალი, ანდრო ჭიჭინაძე ბანდის წევრი, მზია ამაღლობელი უცხოეთის აგენტი და მე ცილისმწამებელი. რა თქმა უნდა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ ყველგან, სადაც საჭიროა.
იმედი განმიმტკიცდაო. დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ უძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი ყოველ დღე.
კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში "იდუჰ ნიბორ"-ი რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.
და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ თქვენივე პროკურატურას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს.
მეტს აღარაფერს ვიტყვი. ხალხი წლობითაა ციხეში გამოკეტილი და ეს შემთხვევა ორი საათითაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას", — დაწერა ლევან ღამბაშიძემ.
მანამდე, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლომ მისი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. მისივე განცხადებით, მორალური ზიანის საკითხში ღამბაშიძისთვის დაკისრებულ თანხას საქველმოქმედო აქტივობებისთვის გამოიყენებს.
"ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!!
დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება.
რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს", — დაწერა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ლევან ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის წერს, რომ ნინო წილოსანის ოჯახმა "ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი მოიპარა".
პასუხად ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ საჯაროდ არ უარყოფდა ლევან ღამბაშიძე ამ ბრალდებას სასამართლოში შეხვდებოდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები