"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკური პარტიას აფუძნებს
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება გადაწყვიტეს.
მათი თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყებენ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის.
"მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად.
წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის — "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დაფუძნებიდან. ამ დროის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ყველა იმ მანკიერების მხილებას, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარედან ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის კუთხით, არამედ, პირდაპირი გაგებით — საქართველოს ყოფნა/არყოფნის ეგზისტენციალურ საკითხს აყენებს.
ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჩვენი საჭიროებების უგულებელყოფის პრიზმიდან უყურებენ, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე, რომლის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩამოშორება და მმართველობაში მათი აგენტების დაბრუნება. მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "ქართულმა ოცნებამ" ხალხისგან მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ხოლო გარე ძალებს დროებით მაინც შეეწყვიტათ ზემოქმედება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, პრობლემები სულ უფრო იმატებს.
აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა.
ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკურ დეგრადირებას უქადის.
არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობს სახე იცვალოს, რის შედეგადაც ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვით ებრძვის "დიფ სტეიტის" გავლენებს.
მაგალითად, 4 ოქტომბერს, როდესაც მარგინალურმა აგენტურულმა ქსელმა საქართველოში ხელისუფლების დამხობა სცადა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოაწყო, ევროკავშირმა ღიად წაახალისა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც "მშვიდობიანი დამხობა" უწოდეს, ხოლო აშშ-მა მხოლოდ "სტრატეგიული დუმილით" უპასუხა აგენტების დანაშაულებრივ ქმედებებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია. სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.
გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე − მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის.
საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება იმ გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომაც ვართ საინტერესო მსოფლიოსთვის და ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ არა რომელიღაც ქვეყნის თუ გაერთიანების ინტერესების გასატარებლად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის იმის აუცილებლობის საჩვენებლად, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არათუ არ უპირისპირდება რომელიმე მათგანის ინტერესებს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, სწორედ ასეთი საქართველოს არსებობის პირობებში მიიღოს ყველამ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად გამოყენება საშუალებას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები", — წერია განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები