განათლება, როგორც შესაძლებლობა — ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
"განათლება შესაძლებლობაა, შეცვალო ცხოვრება, იპოვო პასუხები და ისწავლო სწორი კითხვების დასმა,“ — ამბობს გიორგი მოსიძე, რომლისთვისაც სწავლა ყოველდღიური ძიებაცაა და წინსვლის მთავარი გზაც.
ინტერვიუში კი ის საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.
თქვენი კარიერის გზაზე, რომელი ეტაპი აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი?
ასეთი რამდენიმეა:
პირველი იყო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა დიდად არ მაინტერესებდა და უფრო კინო-თეატრისკენ ვიხრებოდი (მაშინ, 1988 წელს, სიტყვა პროდიუსერი საბჭოთა კავშირში არ ვიცოდით), იმ პერიოდში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, თან პირველივე ცდიდან (17 წლის ასაკში), რაღაც ფანტასტიკის ჟანრის მიღწევად ითვლებოდა. ეს ჩელენჯი (მაშინ არც ეს სიტყვა ვიცოდით) ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და გადავწყვიტე ყველაზე რთული შედეგისთვის ბრძოლა, რასაც მივაღწიე კიდეც.
მეორე — ინტელექტ-კლუბის დაარსება. ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არ არსებობს მუდმივი წრე, სადაც ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობენ და მეგობრებთან ერთად თავად დავაარსე 1991-ში. მაშინ ეს 30-40 ადამიანის თავისუფალი დროის გატარების საშუალება იყო და ვერ ვიფიქრებდი, რომ 34 წლის შემდეგ გადაიქცეოდა ქვეყნის ყველაზე დიდ კლუბად ინტერესების მიხედვით, რომლის თამაშებშიც 250 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას.
მესამე — 2008 წელს ახალი, სმოკინგებიანი ინტელექტ-კლუბის ეთერში გასვლა. დიდი ხანი არ მჯეროდა, რომ ჩვენთან შესაძლებელია გადაღების ასეთი ხარისხის მიღწევა, მაგრამ აზერბაიჯანელი კოლეგების მაგალითმა დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია. გავრისკეთ და გამოგვივიდა!
ყველა ადამიანი წარმატებას განსხვავებულად აღწევს - რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
ჩემი მეთოდია ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი მზადება, ყველა დეტალის (წვრილმანისაც კი) წინასწარ გავლა, ზედმიწევნითი დაგეგმარება, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და უკვე შემდეგ რეალიზება. ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია დეტალური და მიზანმიმართული შესწავლის შედეგად. მე ვიზიარებ ბრძნულ და ამავე დროს ირონიულ გამონათქვამს, რომ “პრობლემების 25% საერთოდ არ ექვემდებარება მოგვარებას, 25% გვარდება თავისით”, ხოლო დანარჩენი 50%-ის მოგვარების ჩემი რეცეპტი იხილეთ ზემოთ…
ყოფილა თუ არა მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ დანებება უფრო მარტივი იქნებოდა — რა იყო ის, რამაც მოგცათ მოტივაცია, არ გაჩერებულიყავით?
რასაკვირველია, ყოფილა (ყველას აქვს ხოლმე ასეთი მომენტი, არ დაიჯეროთ თუ ვინმე ამბობს, რომ არასდროს ჰქონია). ოღონდ მე კი არ გავჩერდი, არამედ გავყინე სიტუაცია, გავჭიმე დროში და რაღაც პერიოდის შემდეგ (ჩემს შემთხვევაში 5-6 წელიწადში) დამიბრუნდა იგივე სიტუაცია და უკვე უპრობლემოდ მივაღწიე მიზანს. ზოგჯერ ჯობს მოთმინება და უბრალოდ მოცდა. მოუთმენლობა ბევრი წარუმატებლობის საწინდარია.
თქვენს ცხოვრებაში იყო თუ არა ადამიანი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა?
ალბათ მაინც პაპაჩემმა, ოთარ რჩეულიშვილმა, რომლის განვლილი გზის იმიტირებასაც მე ქვეცნობიერად ვცდილობ. ახლა რომ ვინმემ მკითხოს, ვისთან ისურვებდი გულახდილ საუბარსო, დაუფიქრებლად ვეტყვოდი, რომ პაპასთან-. სამწუხაროდ, ის 1995-ში გარდაიცვალა (როცა მე 23 წლის ვიყავი) და ვერ მოვასწარო მისთვის რაღაც კითხვების დასმა, რომლებზეც პასუხები დღემდე ვერ მიპოვებია...
განათლების გზაზე მასწავლებელი გადამწყვეტ როლს ასრულებს. რა არის კარგი მასწავლებლის მთავარი თვისება?
სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ მასწავლებელი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არც რაიმე ლექცია წამიკითხავს თუ მოტივაციურ სპიკერობას არ ჩავთვლით. აქ ალბათ დავეთანხმები დიდ პედაგოგს, მარია მონტესორის, რომ “ჭეშმარიტი მასწავლებელი უნდა იყოს გზამკვლევი და არა დირექტორ-მენეჯერი... ერთდროულად უნდა იყოს სწავლული მეცნიერიც, მსახიობიც, ფსიქოლოგიც და ფილოსოფოსიც.”
რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ნიშანია და მეტი არაფერი?
წარმატება არის დასახული მიზნების მიღწევა, თუ მიზანი მაღალი ნიშნებია და ისინი მიიღწევა, ესეც წარმატებაა! თუ მიზანი ფულის შოვნაა და ადამიანი გამდიდრდება, ესეც წარმატებაა! მთავარია, ადამიანს ფასეულობრივად სწორი მიზნები გქონდეს დასახული, თორემ არასწორი მიზნების მიღწევა წარმატებად ვერ ჩაითვლება...
სწორი მიზნის გარეშე არ არსებობს წარმატება!
როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა უნარები?
ყოველდღიური ტრენინგი იმ მოტივით, რომ მეორე დღეს ოდნავ უფრო მაგარი იქნები, ვიდრე გუშინ იყავი. მხოლოდ ასე მიიღწევა რეალური წარმატება. პერმანენტული პიროვნული (ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური და ა.შ.) ზრდა არის წარმატების საწინდარი. როგორც კი ჩერდები და დაკმაყოფილდები, წარმატებაც იქ მთავრდება...
წარსულში დაბრუნება, რომ შეგეძლოთ, რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს?
რატომ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც საუკეთესო შესაძლებლობები ახლა იხსნება? რატომ ვკიცხოთ საკუთარი თავი წარსული შეცდომებისთვის და ვაკრიტიკოთ ხელიდან გაშვებული შანსებისთვის? თუ ნანობ ყოველ არასწორ გადაწყვეტილებას, ამით აუფასურებ საკუთარ თავს და კვებავ შენს თვითკრიტიკასა. თვითკრიტიკა კარგია, ოღონდ ზომიერი.
წარსულში ახალი არაფერი გამოჩნდება. სიახლეები მხოლოდ მომავალაშია, როდესაც წარსულს ვეჭიდებით, ყურადღებას ვამახვილებთ ნეგატივზე, წყენაზე, სინანულზე, ფაქტობრივად ცხოვრებას უკუღმა მივუყვებით. ჩვენი მიზანია — აწმყო და მომავალი! უნდა გამოვიყენოთ გამოცდილება და ენერგია სწორედ ახლა. ახლა, უნდა მიაღწიო იმას, რაც გინდა!
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები