თეგეტა მოტორსი ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
ზრუნვა უკვე წლებია, თეგეტა მოტორსმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად აქცია. Back to Tegeta — ამ მიმდინარე ინიციატივით შეუერთდა ამჯერად კომპანია ზრუნვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 29 ოქტომბერს აღინიშნა. ზრუნვა იწყება პრაქტიკული ქმედებით, მათ შორის, საკუთარ ავტომობილზეც, რომელიც მძღოლის, მგზავრისა თუ ფეხით მოსიარულის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. Back to Tegeta სწორედ ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ფოტო: თეგეტა
ზრუნვის დღის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში მისულ მომხმარებლებს თემატური, სიმბოლური საჩუქრები დახვდათ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ ინფორმაციას ზრუნვის დღის მნიშვნელობის შესახებ, იმისთვის, რომ მათთვის თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ გარდაიქმნება ზრუნვა თეგეტაში პრაქტიკულ ქმედებად.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ზრუნვა თეგეტა მოტორსის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა — ენერგია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას, ადამიანურ ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას აერთიანებს. ზრუნვა იწყება ერთი უბრალო, თუმცა მნიშვნელოვანი ქმედებით — სხვისთვის გზის დათმობით, ავტომობილზე ზრუნვით ან განათლების მხარდაჭერით, თითოეული ასეთი ნაბიჯის შედეგად კი სამყარო უკეთესი ხდება.
თეგეტა მოტორსში გვჯერა, რომ მზრუნველი საზოგადოებისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს მრავალწლიანი პროცესი ჩვენი გზის უწყვეტ ენერგიად იქცა — სტიმულად ცვლილებებისკენ, პასუხისმგებლობისა და პროგრესისკენ“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსში ზრუნვის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოხატულება ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვაა. Back to Tegeta — კომპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება, რომ ავტომობილის შემოწმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დეტალებია გაცვეთილი ან ტექნიკური ხარვეზი შეინიშნება, არამედ პრევენციის მიზნით, გაუმართაობისა და რისკების თავიდან აცილებისთვის.
ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: “ზრუნვა ავტომობილზე არ მოიაზრებს მხოლოდ პერიოდულ შემოწმებას, ის ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აქცევს უსაფრთხო გადაადგილებას.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, Back to Tegeta ზრუნვის დღესთან დაგვეკავშირებინა, იმისთვის, რომ მომხმარებელმა გაითავისოს — ავტომობილის დროული შემოწმება არა მხოლოდ ტექნიკური მოვლაა, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება როგორც მძღოლის, ისე მისი ოჯახისა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას“.
ფოტო: თეგეტა
ინიციატივას მხარს უჭერს Bridgestone — თეგეტა მოტორსის მრავალწლიანი პარტნიორი. საბურავების წამყვანი ბრენდისთვის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა გადაადგილებისას მთავარი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, რომ უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, თეგეტას კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა. ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care სწორედ ამ ღირებულების საფუძველზე შეიქმნა. Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით თეგეტა ჰოლდინგი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანია ზრუნვის დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პლატფორმის საშუალებით მარტივად შეუძლიათ, გახდნენ სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები