ირმა ინაშვილი

7 Oct. 2017, 20:22

ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ერთგვარ ბურანშია. გამოფხიზლდი, საქართველო! გაახილე თვალი! კარგად დააკვირდით თბილისის მერობის კანდიდატებს და აღმოაჩენთ, რომ კანდიდატთა უმრავლესობა ნაცმოძრაობის პირდაპირი თუ ირიბი მოკავშირეა.

  1. ვისაც ზაალ უდუმაშვილი მოგწონთ, შეგახსენებთ, რომ მხარს უჭერთ 7 ნოემბერს, 26 მაისს, 15 ივნისს, 6 მაისს, აგვისტოს ომს და სამარცხვინოდ ჩაბარებულ ქართულ მიწებს, ტერორს უჭერთ მხარს, ძალადობას, წართმევას და წამებას.
  2. ელენე ხოშტარიას პარტია იგივე წარსულითაა და იგივე მენტალიტეტით. ბოკერია მოენატრა ვინმეს, თუ უგულავა - ბაქრაძის პლაკატებმა მოგხიბლათ?
  3. ელისაშვილი იგივე მიშა სააკაშვილია,- პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში. ვისაც გონება უჭრის, უნდა გრძნობდეს, რომ ხალხის გულებს მიშაც ასე იპყრობდა. ვითომ უპარტიოს, რეალურად თვითონ ნაცები და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მემკვიდრე პარტია უჭერს მხარს, დამატებით რესპუბლიკელები. ელისაშვილი ნაცების მენშევიკია. უბრალოდ, ნეიტრალურს თამაშობს. ჩემი აზრით, ცუდად. სათადარიგოა,- ზალიკოს პარალელურად.
  4. ლეიბორისტებს სწორება ნაცებზე აქვთ.
  5. ვაშაძე ნაცების მემკვიდრე და სულიერი ძმაა.
  6. რესპუბლიკელების კანდიდატზე კომენტარს არც გავაკეთებ.

ვინ დარჩა მეორე ნაპირზე? კალაძე, მე და კახა კუკავა.
საქართველო და თბილისო, გამოფხიზლდი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…