Cryptal x PLAN B — ბიტკოინის გლობალური ფორუმი შვეიცარიაში
ფოტო: Cryptal
Cryptal შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ ბიტკოინის ფორუმზე, კრიპტო ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებსა და წარმომადგენლებს შეუერთდა, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ციფრული აქტივის ირგვლივ არსებულ დისკუსიებში, შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.
ფორუმი ფართოდ აღიარებულია, როგორც ბიტკოინთან დაკავშირებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიება, სადაც ინდუსტრიის ლიდერები, კრიპტო პლატფორმები და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ადამიანები იყრიან თავს.
Cryptal-ის ფორუმში ჩართულობამ, საქართველოს სწრაფი და მზარდი კრიპტო ეკოსისტემა მსოფლიოს გავლენიან აქტორებთან დააკავშირა, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი კომპანიის მიზანს — ციფრული აქტივები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
რა არის PLAN B ფორუმი?
PLAN B არის ბიტკოინსა და თავისუფალ ფინანსებზე ორიენტირებული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიის ქალქ ლუგანოში ტარდება და თანაორგანიზებულია Tether-ის მიერ. ფორუმის მიზანია, დააჩქაროს ბიტკოინისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ადაპტაცია, როგორც ინსტიტუციურ ფინანსებში, ისე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფორუმი აერთიანებს ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, დეველოპერებსა და ბიზნესებს, რომლებიც ჩართულნი არიან კრიპტო სამყაროში და ცდილობენ, ბიტკოინი ტრადიციული ეკონომიკის პარალელურად, ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანონ, მეტი მოქნილობისა და ფინანსური თავისუფლებისათვის.
გამოსვლების, პანელებისა და საინტერესო შეხვედრების საშუალებით, ღონისძიებაზე განიხილება მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის ციფრული გადახდები, დეცენტრალიზებული ფინანსების მომავალი და ზოგადად ყველაფერი, რაც ბიტკოინს ეხება. PLAN B უბრალოდ ფორუმი არ არის, ეს არის იმ იდეების ადგილი, რომლებიც განსაზღვრავს ბიტკოინის გლობალურ სტრატეგიას.
ფოტო: Cryptal
Cryptal-ის ჩართულობა PLAN B ფორუმში
PLAN B ფორუმზე კრიპტალი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო დისკუსიებში, რომლებიც ბიტკოინის მარტივ ადაპტირებასა და ხელმისაწვდომობაზე იყო ორიენტირებული. კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა და სადისკუსიო პანელებში წამყვან კომპანიებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მთავარი თემა სწორედ ბიტკოინის, როგორც ფინანსური აქტივის პოპულარიზაცია იყო.
ჩართულობა და მონაწილეობა ასახავს Cryptal-ის ერთგულებას მიზნისადმი კრიპტო უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ადამიანისათვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.
ღონისძიებაში მონაწილეობით, Cryptal-მა ციფრულ ეკონომიკაში ქართული კომპანიების მზარდი როლი წარმოაჩინა. კრიპტო ბირჟის გუნდმა მომხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს — როგორ შეიძლება აქტივის უფრო მარტივად გამოყენება, რა რეგულაციები არსებობს ინდუსტრიაში და ა.შ.
მონაწილეობა მსგავსი ტიპის ფორუმებზე, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს Cryptal-ის რწმენას, რომ კოლაბორაცია, დიალოგი და ინოვაციების გაზიარება განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, სწორედ ის ღირებულება, რომელიც ბიტკოინის ფორუმის საფუძველია.
რატომ არის PLAN B მნიშვნელოვანი მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის?
ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა PLAN B, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტო ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში. შვეიცარიაში თავი მოიყარა ბირჟებმა, საგადახდო პროვაიდერებმა და კრიპტო ინოვატორებმა მთელი მსოფლიოდან, ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, პარტნიორობის ფორმირებისა და ახალი ტექნოლოგიების წარმოსაჩენად, რომლებიც საერთო ჯამში, აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.
კომპანიებისთვის, მათ შორის Cryptal-სთვისაც, მსგავსი ღონისძიებები უბრალო შეხვედრები არ არის, ეს კოლაბორაციისა და განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
Cryptal-ის მსგავს შეხვედრებში ჩართულობა და გლობალურ კრიპტო ინოვატორებთან ურთიერთობა პირდაპირ სარგებელს ქმნის მომხმარებლებისათვის:
- პლატფორმის საიმედოობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
- ფუნქციონალისა და სავაჭრო გამოცდილების ამაღლება;
- მომხმარებლების გამოცდილებისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება. მსგავსი საერთაშორისო ჩართულობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ინოვაციებს და აძლიერებს კრიპტოს პოზიციებს გლობალურად. საბოლოოდ კი, სარგებელს მომხამრებელი იღებს — გაზრდილ უსაფრთხოებას, სისწრაფესა და წვდომას ციფრულ აქტივებზე.
როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?
PLAN B ფორუმის ცენტრალური თემა, ბიტკოინის გლობალური გავრცელება, სრულად ემთხვევა Cryptal-ის მისიას, ციფრული აქტივები ყველასათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
ღონისძიებით შთაგონებულებს ან უბრალოდ კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებს, Cryptal ბიტკოინის შესაძენად რამოდენიმე მარტივ და სწრაფ გზას სთავაზობს:
- კონვერტაცია: მომენტალურად, ერთი კლიკით გადაცვალე ლარი, აშ.შ. დოლარი და ევრო პირდაპირ ბიტკოინში. იდეალურია მათთვის, ვინც ციფრულ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს, ეძებს სისწრაფესა და სიმარტივეს.
- Spot ბირჟა: ბიტკოინის ყიდვა & გაყიდვა ფასის სრული კონტროლით — შესაფერისია შედარებით გამოცდილი მომხმარებლებისთვის და მათთვის, ვისაც კრიპტოს საუკეთესო ფასად მიღება სურს.
- პირდაპირ Visa/Mastercard ბარათით: BTC-ის პირდაპირ საბანკო ბარათების გამოყენებით ყიდვა, ბალანსის შევსებისა და დამატებითი ნაბიჯების გარეშე, მარტივად.
ყველა ეს მეთოდი მომხმარებლებისათვის ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რომელიც ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ასე მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას, ბიტკოინის მიღება ყველა ადამიანს მარტივად შეუძლია.
შეჯამება
Cryptal-ის მონაწილეობა ლუგანოში, PLAN B ფორუმზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის მისიისთვის — ადამიანებისთვის ბიტკოინი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
მსგავსი ღონისძიებები კი, აჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება იდეები რეალურ მოვლენებად და უმჯობესდება სერვისები, რომლებითაც მომხმარებლები უფრო მეტ თანხას იღებენ.
კრიპტალისთვის ეს ნიშნავს იმ გზის გაგრძელებას, სადაც ბიტკონის ყიდვა ყველასთვის მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო პროცესია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები