ნათია თურნავა — "თბილისის ფინანსურ სამიტზე“ განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა და საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფანში
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე, სახელწოდებით — მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური დიალოგი, სამომავლო პერსპექტივები რეგიონის მაკროეკონომიკური პერსპექტივები, გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ფინანსებსა და ტექნოლოგიაზე და ახალი ფინანსური დერეფნების მნიშვნელობა განიხილეს.
სებ-ის პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარტინ გალსტიანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტრებუკი და ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე ვიტალი ტუტუშკინი.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს სტრატეგიულ როლს შუა დერეფანში.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური ინდუსტრია უფრო მეტად ინტეგრირდება რეგიონულ ეკონომიკასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ფრაგმენტაციის ტენდენციის ფონზე, საქართველო კი აქტიურად უწყობს ხელს რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას.
“რამდენადაც თანამედროვე გლობალური ლანდშაფტი მნიშვნელოვანი ფრაგმენტაციითა და გაურკვევლობით ხასიათდება, რეგიონული თანამშრომლობა აუცილებლობად იქცა. ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ჩვენ ვხედავთ ქართული ბანკების რეგიონულ ექსპანსიას და ამავდროულად საპასუხო ინტერესს ყაზახეთის, სინგაპურის, ჩინეთისა და ევროპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხრიდან, რომლებმაც ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობის გაფართოების მიმართ“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება მეორე პანელურ დისკუსიას — მთავრობის ლიდერთა დიალოგი: შემდეგი გლობალური ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებსა და გადახდებში, ნათია თურნავა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ტალეჰ კაზიმოვთან და ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველთან, ლინარდო მარტინჩევიჩთან ერთად მონაწილეობდა.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მხარეებმა იმსჯელეს დამოუკიდებელი, ურთიერთთავსებადი საგადახდო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შუა დერეფანში. საუბარი შეეხო რეალურ დროში ანგარიშსწორებისა და რეგიონული კაპიტალის ნაკადების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფას.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა მომავალი თაობის გადახდის სისტემების პრაქტიკაში გამოყენებისთვის სტრატეგიული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას, რაც ხელოვნური ინტელექტის, ტოკენიზაციის და კვანტური ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
“ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვქმნით ახალ ეპოქას, სადაც საქართველო ფინანსური პროცესების ეპიცენტრში დგას. საქართველოს ეროვნულ ბანკში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინოვაციებისკენ მიმავალ გზაზე დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ. ვირტუალური აქტივებისა და ციფრული ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოები, ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემები და ღია ბანკინგი იმ ძირითად ინიციატივათა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ფოკუსირებული ვართ. ეს პროექტები ჩვენს ფინანსურ სისტემას მომავლისთვის ამზადებს“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
ორივე პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, სოპნენდუ მოჰანტი.
თბილისის ფინანსური სამიტს, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები