თქვენი შვილის ცოდნა რეალურ პრიზებად იქცევა — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია
ფოტო: საქართველოს ბანკი
რამდენად ხშირად გაოცებთ შვილი ერთი შეხედვით უსარგებლო, მაგრამ საინტერესო ფაქტებით? აქამდე ეს, შესაძლოა, უბრალოდ ზოგადი განათლება იყო. მოსწავლეების რჩეული აპლიკაცია sCoolApp-ის ახალი თამაშით კი, ეს ცოდნა რეალურ ჯილდოდ იქცევა.
ტრივიაში ქართული ზღაპრის გმირები თქვენს შვილს ცოდნის რეალურ საგანძურად გადაქცევაში დაეხმარებიან.
რა არის sCoolApp-ის ტრივია?
ტრივია არის შემეცნებით-გასართობი თამაში, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ქართული ზღაპრების მოტივებზე აგებულ სამყაროში ბავშვებს მეგზურობას დევი და ფასკუნჯი უწევენ, სადაც ისინი სხვადასხვა თემატურ კითხვაზე პასუხით პრიზებს აგროვებენ. ამ საინტერესო კრეატიულ კონცეფციაზე Redberry-მ იმუშავა.
კითხვები მორგებულია ორ ასაკობრივ ჯგუფზე (6-13 და 14-18 წლის მოზარდები) და მოიცავს ისეთ მრავალფეროვან თემებს, როგორიცაა:
- კინო, პოპკულტურა და სუპერგმირები;
- გეოგრაფია და ისტორია;
- ლიტერატურა;
- STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია);
- ფინანსური განათლება;
- სპორტი.
ტრივიას კითხვებზე მწერალი მინდია არაბული და “რა? სად? როდის?”-ის ცნობილი მოთამაშეები: ბექა ხოჯავა და პანტე სოხაძე მუშაობდნენ.
როგორ მუშაობს ტრივია?
თამაშის მექანიკა მარტივი და საინტერესოა:
ვარსკვლავები და მონეტები: ყოველი სწორი პასუხით მოთამაშე აგროვებს ვარსკვლავებს, ეტაპის გავლისას კი 5 მონეტას იღებს.
მცდელობები: დღის დასაწყისში ყველას 3 სიცოცხლე აქვს. არასწორი პასუხი ერთ მცდელობას აკლებს.
დამატებითი შანსები: სიცოცხლეების ამოწურვისას, მოთამაშეს შეუძლია 2 მონეტად დამატებითი მცდელობის ყიდვა (დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ).
უწყვეტი ცეცხლი: ზედიზედ რამდენიმე დღე თამაში (დღეში მინიმუმ 1 სწორი პასუხი) მოთამაშეს „ცეცხლს“ უნარჩუნებს, რაც მეტი ვარსკვლავის დაგროვებაში ეხმარება.
ცეცხლის გაყინვა: 5 მონეტად შესაძლებელია „ცეცხლის გაყინვის“ წინასწარ შეძენა, რაც მოთამაშეს უწყვეტობას შეუნარჩუნებს, თუ მეორე დღეს თამაშს გამოტოვებს.
ნამდვილი ჯილდოები ცოდნისთვის
ტრივიას მთავარი ხიბლი ისაა, რომ დაგროვილი მონეტები რეალურ საჩუქრებში იცვლება:
VELI.store-ის ვაუჩერები: 30-დან 1700 ლარამდე ღირებულების ვაუჩერები. გაითვალისწინეთ, რომ ვაუჩერის გამოყენება 1 თებერვლამდეა შესაძლებელი, Veli.store-ის sCoolApp-ის სპეციალურ კატეგორიაში. სურვილის შემთხვევაში, თანხის დამატებაც შეიძლება.
sCool-ები: ქულები, რომლებიც პირდაპირ დაერიცხება თქვენი შვილის sCool Card-ის ბალანსს. ამ თანხის დახარჯვა შეუძლიათ პარტნიორ ობიექტებში ან მობილურ ბალანსის შესავსებად.
პროფილის ავატარი „დევგმირი“: 1-3 მონეტად თქვენს შვილს შეუძლია, პროფილზე უნიკალური ავატარი დაიყენოს.
გართობა მეგობრებთან ერთად
თამაში კიდევ უფრო სახალისო ხდება მეგობრების ჩართულობით. ამიტომ ტრივიაში ბავშვებს დახვდებათ:
ლიდერების დაფა: სადაც თქვენი შვილი საკუთარ და მეგობრების პროგრესს თვალს მიადევნებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრები ლიდერბორდზე დაამატონ და ერთმანეთის ქულები ნახონ.
მეგობრის მოწვევა: თუ თქვენი შვილი მეგობარს მოიწვევს და ის დარეგისტრირდება, ორივე 5-5 მონეტას მიიღებს (ამ გზით მაქსიმუმ 25 მონეტის დაგროვებაა შესაძლებელი).
ასე რომ გადმოწერეთ sCoolApp, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით ბავშვებს შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციონ!
ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.
ხოლო, თუ რაიმე მიზეზით არ გსურს, რომ თქვენმა შვილმა ტრივიაში მიიღოს მონაწილეობა, შეგიძლიათ მარტივად შეზღუდო წვდომა: მოგვწერეთ მობილბანკის ჩატში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 444 444
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები