გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გახდნენ: ინდივიდუალურ დონეზე, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამის შემდეგ, ქართველი კუდოკები შერეულ გუნდურ ასპარეზობაზე გადაერთნენ, სადაც ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვეს და ტიტულის შენარჩუნება მოახერხეს.
ოქროს მედალოსანი გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა (90 კგ.) — ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ესპანელი, პორტუგალიელი და აზერბაიჯანელი ჯუდოკები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მიჰაილ ლატიშევს დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. 4 წუთის განმავლობაში, ჯუდოკებმა გდების შესრულება ვერ მოახერხეს, თუმცა დამატებით დროში, ჯაბნიაშვილმა მეტოქეს იუკო აუღო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ჯაბნიაშვილის გარდა, ფინალურ შეხვედრაში კიდევ ორმა ქართველმა ჯუდოკამ იასპარეზა: მათე გოგობერიშვილი და მათე ბერუაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ბერუაშვილი უპირატესობას ფლობდა და ვაზარით იგებდა, თუმცა რუმინელ იოან ძიტაჩთან იპონით დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს — მისი მფლობელი კოტე კაპანაძე (81 კგ), შალვა გურეშიძე (+100 კგ) და ნინო ლოლაძე გახდნენ (57 კგ).
ძალიან საინტერესო გამოდგა შერეული გუნდური ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ.), შალვა გურეშიძე (+90 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და ნინო წიკლაური (70 კგ.).
საქართველო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ და პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველი დაპირისპირება რუმინეთთან, მეოთხედფინალურ ეტაპზე შედგა. ქართველმა ჯუდოკებმა დამაჯერებელი გამარჯვება (4:2) მოიპოვეს, შემდეგ თურქეთს სძლიეს (4:1) და მთავარი ბრძოლისთვის მოემზადნენ.
ფინალში, საფრანგეთის ნაკრები გაცილებით რთული წინაღობა გამოდგა. 6 ორთაბრძოლის შემდეგ, საერთო ანგარიში ფრე იყო და გადამწყვეტი შეხვედრა — 73 კგ. კატეგორიაში შედგა, სადაც გიორგი ტერაშვილმა მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ჩინებული იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები