"სოციალური სამართლიანობის ცენტრი": ჟურნალისტი აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის გამო ჯამში 275 000 ლარით დააჯარიმა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, გზის გადაკეტვის გამო, შსს-მ ჯამში 275 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს. მათი განმარტებით, ჟურნალისტი 55-ჯერ 5000 ლარით დაჯარიმდა. ის 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე ჯარიმდებოდა, თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, მისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლომ 2025 წლის 23 ოქტომბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით — იმავე მიზეზით. შსს მას პერიოდულად აჯარიმებდა 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია.
აფგან სადიგოვი 2025 წლის 17 აპრილს, თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მიეცა, რის შედეგადაც ის ფაქტობრივად მოსწყდა საკუთარ ოჯახს — მეუღლესა და ქალიშვილებს, რომლებიც მესამე უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფებიან.
ჟურნალისტი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში თბილისსა და ბათუმში, სოლიდარობას უცხადებდა ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ აფგან სადიგოვის საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია პროკურატურას ოფიციალურად ჰქონდა, მას არც ერთხელ არ მიუღია შეტყობინება ჯარიმების შესახებ", — წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, სადიგოვისთვის გამოწერილი ჯარიმები და სასამართლოს გადაწყვეტილება პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას ემსახურება და აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებსაც უკავშირდება, რომელიც ჟურნალისტის ბაქოში ექსტრადიციას ითხოვდა.
"აფგან სადიგოვის მიმართ ერთი მხრივ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ მის წინააღმდეგ გამოწერილი ათობით ჯარიმა, ნათლად აჩვენებს მიზანს — პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას. ეს ინტერესი, მათ შორის, უკავშირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც ბაქოში ჟურნალისტის ექსტრადიციას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. ექსტრადიციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი", — წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.
ცნობისთვის, ხვალ, 5 ნოემბერს, 19:20 საათზე, აფგან სადიგოვი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორს დატოვებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები