ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
ფოტო: თიბისი
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსის მეორე ნაკადზე, მომავლისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა და AI ტექნოლოგიების შესწავლა 150 მოსწავლემ დაიწყო.
AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან — პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის დასრულებისას ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდება ეროვნული ნაკრები, რომელიც 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დარეგისტრირებულთა ორმაგი რაოდენობა მოწმობს. წელს 500-მდე მოსწავლემ გაიარა შესარჩევი ეტაპი. გაზრდილი მოტივაციისა და მაღალი ხარისხით შესრულებული დავალებების გამო, კურსის მასშტაბი გაფართოვდა და დაგეგმილი 50 მოსწავლის ნაცვლად AI საოლიმპიადო კურსზე 150 უფროსკლასელი ჩაერთო.
წლევანდელი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გოგონების გაზრდილი ჩართულობაა — მონაწილეთა 33% გოგოა, მაშინ როდესაც გასულ წელს გოგონები პროგრამაში არ მონაწილეობდნენ.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა რეგიონებიდან კურსის მონაწილეთა 20% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა (წინა წელს მხოლოდ 7% იყო), რაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდასა და თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ძალისხმევის წარმატებულ შედეგზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.
კურსის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
განათლება შესაძლებლობაა, მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით დგას თიბისი ახალი თაობის გვერდით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი თავად შექმნან. AI საოლიმპიადო კურსი ამ მიზნის ნათელი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხიან განათლებასა და თვითგანვითარების, ახალ თაობას კი აძლევს საშუალებას განათლებით საკუთარი ამბავი შექმნას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები