ნიკო მაღლივი: ახალბედა არტისტების აღიარება — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
წლებია, რაც პროექტი ნიკო საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ქალაქების ურბანულ სივრცეებს შთამაგონებელი, ისტორიული და ემოციური ნახატებით აფერადებს. ენთუზიაზმითა და მხატვრობის სიყვარულით გაერთიანებულმა არტისტებმა, ნიკოს ფარგლებში უკვე შექმნეს 200-ზე მეტი ნამუშევარი, გააცოცხლეს არაერთი მითოლოგიური, თუ ისტორიული გმირი და დაგვიტოვეს შთამაგონებელი ილუსტრაცია.
თავდაპირველად, საცდელი ფესტივალის ფარგლებში, კედლები თბილისის უბნებში მოიხატა. დადებითმა შეფასებებმა და საზოგადოების დიდმა ინტერესმა ავტორებს ქალაქებშიც გავრცელების სტიმული მისცა, საბოლოოდ კი ნიკოს სახელი საქართველოს გასცდა.
ნიკოს იდეის ავტორებმა დასაწყისში მეგობარი მხატვრები შემოიკრიბეს, თუმცა წარმატების მიღწევასთან ერთად მალე ახალი არტისტების აღმოჩენისა და მხარდაჭერის სურვილიც გაუჩნდათ.
პროექტის თანადამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი, ჩვენთან საუბარში იხსენებს:
"როდესაც ამ ყველაფერს შევეჭიდეთ, იმ დროს მხოლოდ 3-4 თვითნასწავლი არტისტი მუშაობდა. რეალურად, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს შანსს მისცემდა დიდ, მასშტაბურ პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა ან საკუთარი ესკიზები რეალურ სივრცეში გაეცოცხლებინათ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო: ერთი მხრივ, გაგვეზარდა არსებული არტისტებისა და ნიკოს ცნობადობა, ხოლო მეორე მხრივ, აღმოგვეჩინა ახალი სახეები”.
და სწორედ ასე დაიბადა — ნიკო მაღლივი. ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის კედლებზე ეწყობა. იდეის მხარდამჭერი კი აქაც, ნიკოს დიდი ხნის მთავარი პარტნიორი, საქართველოს ბანკია.
სახელწოდება მაღლივი მხოლოდ ლოკაციის აღწერა არ გეგონოთ, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქუჩის ხელოვნებაში დამკვიდრებული ტერმინი “going up“ არტისტის შემოქმედებით გზას ასახავს. კერძოდ, ეს არის გზა დამწყებიდან პროფესიონალობამდე და უცნობობიდან აღიარებამდე. სწორედ ამ ორმაგი მნიშვნელობის თანხვედრამ აქცია ნიკო მაღლივი შესაფერისს სახელად იმ პლატფორმისთვის, რომელიც ახალბედა არტისტებს შესაძლებლობას აძლევს, თავი დიდ მხატვრობაში გამოსცადონ.
სანამ მხატვრები მაღლივის მოხატვას შეუდგებიან, ყველაფერი ესკიზითა და ღია კონკურსით იწყება, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, გაქვს თუ არა გამოცდილება, ნიკო ყველას აძლევს შანსს. თემატიკის მხრივ, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც სტილისტური. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ესკიზი არ შეიცავდეს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციულ მესიჯს ან ძალადობრივ სიმბოლიკას. მთავარია, იდეა იყოს გულწრფელი, სრულად იყოს ათვისებული სამუშაო სივრცე და გამოხატავდეს არტისტის ხასიათს.
შემოსული ესკიზებიდან ჟიური 15 კედლისთვის 15 საუკეთესო ნამუშევარს ირჩევს. ამ კედლებზე არ ხატავენ მხოლოდ იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. აქ იბადება აზრები, კითხვები, პროტესტი და ემოცია.
სწორედ ამიტომ, სანდრომ და მისმა გუნდმა პროექტს სავარჯიშო სივრცე შეარქვეს. ვინაიდან, ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურის ფონზე, თამამად შეგიძლია სცადო ახალი იდეები, იყო თავისუფალი და გადააქციო შენი ესკიზი მასშტაბურ ილუსტრაციად. და, რაც მთავარია, რაც არ უნდა დაგჭირდეს, საღებავებიიდან დაწყებული ტექნიკურ უზრუნველყოფამდე, ჩანაფიქრის სისრულემდე მიყვანისთვის ყველაფერი ადგილზეა.
"დამწყები არტისტებისთვის, მაღლივის ბიბლიოთეკა, ერთგვარი სავარჯიშო სივრცეა. თსუ-ს ჩართულობითა და მხარდაჭერით, საშუალება გვეძლევა ძველი ნახატები ახლით ჩავანაცვლოთ. აქ ისინი სწავლობენ, ვითარდებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობენ. არტისტები არიან სრულად თავისუფალნი, მათ მიზნებსა და შემოქმედებას არავინ აქცევს ჩარჩოებში. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში ჩართულია მთელი გუნდი, მოქმედი არტისტები ცდილობენ ახალბედებს დაეხმარონ, უზიარებენ ხრიკებსა და ტექნიკას, ეხმარებიან და ამხნევებენ“, — ამბობს სანდრო.
ფაქტია ნიკოს ხედვამ და მონდომებამ გაამართლა. 18 მოქმედი არტისტიდან 11 სწორედ, ნიკო მაღლივის ფარგლებში აღმოაჩინეს. რაც ყველაზე მთავარია, გუნდი არც ახლა აპირებს გაჩერებას და საქართველოს ბანკთან ერთად განაგრძობს ახალი მწვერვალების დაპყრობას. აქვე გეტყვით, რომ ფესტივალის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომლებსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.
ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.
ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
- მასალებთან მუშაობის ტექნიკას;
- კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;
- მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.
იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა - ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები