"აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ" — SJC კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", მელიქიშვილის გამზირზე, 2 თვის წინ, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, შეკრების დაზარალებული მონაწილეების ნაწილი კვლავ არ არის გამოკითხული და მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში იდენტიფიცირებადია, არც ერთი პირი არაა დაკავებული. მათივე თქმით, "აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ".
"მელიქიშვილის გამზირზე შეკრების მონაწილეებზე თავდასხმიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, დაზარალებულთა ნაწილი კვლავ არ არის გამოკითხული, დაშავებულებს არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი, ხოლო პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი პირი — მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა დიდი ნაწილი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში იდენტიფიცირებადია.
გამოძიების ფუნდამენტური ჩავარდნების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ და, შესაბამისად, ხელს აფარებენ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილე პირებს.
შსს-ს ამ დრომდე არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი თავდასხმის არც ერთი მონაწილე. საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრობლემურია შემდეგი გარემოებები
— შსს-ს არ გამოუკითხავს დაზარალებულები, რომელთა შესახებაც უწყებას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა;
— შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს პუბლიკის ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე თავდამსხმელი და ძალადობის სხვა მონაწილეები;
— საქმეს იძიებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის დირექტორის მოადგილე ინციდენტის ერთ-ერთ ეპიზოდში თავად მონაწილეობდა;
— გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის მუხლით, რაც ქმედების ორგანიზებულ ხასიათს სათანადოდ არ ასახავს", — წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ცენტრი პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს დროულად დაადგინონ სავარაუდო მოძალადეების ვინაობა და "უზრუნველყონ ჯეროვანი გამოძიების წარმართვა სათანადო კვალიფიკაციით".
"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებაზე პასუხისმგებელ კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, დროულად მოახდინონ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება, გამოიკითხონ აქციაზე დაშავებული პირები, მიანიჭონ მათ დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყონ ჯეროვანი გამოძიების წარმართვა სათანადო კვალიფიკაციით", — წერია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები