E-Commerce Day 2025 — თეგეტა ჰოლდინგი მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
ფოტო: თეგეტა
ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ღონისძიება წელს თეგეტა ჰოლდინგის მონაწილეობით გაიმართა. E-Commerce Association Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე კონფერენციაზე ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Amazon Web Service, IE Tech School, Visa. საავტომობილო სექტორს თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენდა, როგორც ინდუსტრიის ლიდერი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.
ფოტო: თეგეტა
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი:
"თეგეტასთვის ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, E-Commerce Association Georgia-სთან პარტნიორობა კი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიონალებს გავუზიაროთ.
თეგეტას ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ ავტოსერვისს მონაცემზე დაფუძნებულ ბიზნესად გარდაქმნის. დღეს უკვე გვიჩნდება შესაძლებლობა, მომხმარებლებს ავტომობილის პრობლემის წარმოქმნამდეც კი დავეხმაროთ — წინასწარ ვივარაუდოთ საჭიროებები, შევთავაზოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გავაუმჯობესოთ ავტოსერვისის გამოცდილება“.
ფოტო: თეგეტა
E-Commerce კონფერენციის მთავარი თემები წელს ასე განისაზღვრა: ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები. შერატონ მეტეხი პალასში შეკრებილმა სტუმრებმა ერთმანეთს დაგროვებული ცოდნა და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
უკვე დანერგილ სისტემებთან ერთად, თეგეტას AI პროდუქტები, სამომავლო ტექნოლოგიური ხედვა და მიმდინარე პროექტები ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა წარადგინა.
კომპანია ამჟამად სამ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს: Tegeta App ჰოლდინგის მთავარი ციფრული არხია, რომელიც სერვისების დაჯავშნას, ჯარიმების გადახდას, პროდუქციის შეძენასა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს აერთიანებს. მეორეა Intelligent Shop და Product Catalogue. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მოიცავს კატალოგს, მარაგსა და მომხმარებლის მანქანის მონაცემებს. მისი დახმარებით, როგორც მომხმარებელი, ისე კონსულტანტები კონკრეტული ავტომობილისთვის ნაწილის შესაბამისობასა და მის ხელმისაწვდომობას რეალურ დროში განსაზღვრავენ. და ბოლოს, Predictive -Maintenance მოდული — სისტემა, რომელიც მანქანის ისტორიისა და VIN მონაცემების საფუძველზე მომავალ საჭიროებებს პროგნოზირებს.
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი:
“თეგეტა ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს, როგორც მომავალ მობილობის ეკოსისტემის ცენტრალურ ბირთვს, სადაც მანქანა, სერვისი და მომხმარებელი ერთმანეთთან ერთიან კავშირშია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინტელექტუალური ჰოლისტიკური სისტემა, რომელიც სწავლობს ქცევას, პროგნოზირებს საჭიროებებს და ამავე დროს რეალურ დროში უკავშირდება ჩვენს ფილიალებსა და აპს".
კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში თეგეტას ექნება ციფრული მობილობის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ვირტუალურ სამყაროს ერთ ჭკვიან სისტემაში გააერთიანებს.
E-Commerce Day ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს ერთი წლით დაემშვიდობა. ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ ბიზნესების კულტურის ახალი ფაზაა. თეგეტა ჰოლდინგი კი ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა რეგიონის მასშტაბით და ტრადიციას, ტექნოლოგიასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციას აერთიანებს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები