საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესინალებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე მეცხრე წელია ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო მიმართულებების მუშაობის სპეციფიკას.
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობასა და როტაციას სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორებს შეუძლით საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც 1 750 000 - ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს ბანკში სრულ განაკვეთზე აგრძელებს მუშაობას. ისინი უკვე კარგად იცნობენ ორგანიზაციის კულტურას, პროცესებსა და გუნდს - რაც მათ აძლევს საშუალებას, სწრაფად ადაპტირდნენ და პროფესიულადაც განვითარდნენ.
ლიდერატორის პროგრამით 500-მდე სტუდენტმა პროფესიული გზა უკვე დაიწყო.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოს ბანკი რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა.
მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟირებას ახალგაზრდები თბილისში, ქუთაისში, ახალქალაქში, ახალციხეში, გორში, ქარელში, რუსთავში და წნორში გადიან. საშუალო ბიზნესის მიმართულებით კი სტაჟიორები როტაციული პრინციპით სტაჟირებას ბათუმსა და თბილისში, საშუალო ბიზნესის გაყიდვებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტებში მონაცვლეობით გადიან.
სტაჟირების პროგრამა აერთიანებს როგორც სამუშაო პრაქტიკას, ასევე, მენტორინგსა და ტრენინგებს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. ასევე, უნდა სწავლობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტზე. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 4-6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სტუდენტების შემთხვევაში პროგრამა სრულად არის მორგებული მათ ინდივიდუალურ აკადემიურ განრიგს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სტუდენტებს/ კურსდამთავრებულებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.
ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი კიდევ ერთ საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. მასში მონაწილეობა იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ. საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პროგრამების მრავალფეროვნებაა.
"საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამების მიმართ ინტერესი იზრდება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კარიერის პირველი ნაბიჯები საუკეთესო გამოცდილებით გადადგან — და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყოველ წელს პროგრამები ახალი ხედვებითა და შესაძლებლობებით გავამდიდროთ," — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები