ჯონათან ბეილი პირველი გეი ვარსკვლავი გახდა, რომელიც People-მა წლის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა
ფოტო: People
პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა People, ტრადიციულად, წელსაც დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალური კაცი. ეს საპატიო ტიტული ამჯერად ინგლისელ მსახიობ ჯონათან ბეილის ერგო. 37 წლის ვარსკვლავი პირველი ღიად გეი კაცი გახდა, რომელმაც ეს წოდება დაიმსახურა.
ფოტო: People
"ეს ჩემთვის დიდი პატივია", — აღნიშნავს ბეილი, — "რასაკვირველია, ძალიან მეამაყება, მაგრამ სრულებით დაუჯერებელია. თან, ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდი და მიხარია, რომ ახლა ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრებიც გაიგებენ".
თუმცა, საიდუმლო მსახიობმა მაინც გაუმხილა თავის ძაღლს, ბენსონს, რომელთან ერთადაც იპოზიორა კიდეც ჟურნალის ფოტოსესიისთვის.
ფოტო: People
People ყველაზე სექსუალურ კაცს 1985 წლიდან ასახელებს. პირველად ეს ტიტული მელ გიბსონს ერგო. ბოლო წლებში წოდება დაიმსახურეს ჯონ კრასინსკიმ, პატრიკ დემპსიმ, ჯონ ლეჯენდმა, იდრის ელბამ, დუეინ ჯონსონმა და დევიდ ბექჰემმა. შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ კონკრეტულ კრიტერიუმებს არ მიჰყვება — თანაც, შეფასების პროცესში მხოლოდ გარეგნობას როდი ექცევა ყურადღება. ჟურნალის ყოფილი რედაქტორის ცნობით, ისინი პოპკულტურის ტენდენციებს მიჰყვებიან და აკვირდებიან, თუ რომელი ვარსკვლავები განიხილებიან ყველაზე მეტად.
ამ თვალსაზრისით კი, ბეილის ნამდვილად წარმატებული წელი ჰქონდა. მსახიობი, რომელსაც საყოველთაო პოპულარობა ნეტფლიქსის სერიალმა ბრიჯერტონმა მოუტანა, წელს კინომიუზიკლ Wicked-სა და ზაფხულის ბლოკბასტერად ქცეულ Jurassic World Rebirth-ში გამოჩნდა.
ფოტო: People
"ძალიან გამიმართლა", — ასე პასუხობს მსახიობი შეკითხვას, როგორ აღწერდა საკუთარ ცხოვრებას ამ მომენტისთვის, — "ცხოვრება ყველასთვის მოგზაურობაა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. მთავარია, როცა მოგზაურობ, ორივე მხარეს გაიხედო და დარწმუნდე, რომ ყველა კარგად გრძნობს თავს. თუ საჭიროა, მათ გაშლილი ხელითაც უნდა მიეგებო".
წარმატებული კარიერის მიუხედავად, ბეილის წინათ არაერთხელ უსაუბრია, რამდენ წინაღობას აწყდება კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში თავისი იდენტობის გამო. მსახიობი, რომელიც საჯაროდ 2018 წელს დაქამინგაუთდა, ჰყვება, რომ თავის იდენტობაზე ღიად საუბრისგან თავშეკავებისკენ, ძირითადად, ამ სფეროში მყოფი სხვა გეი კაცები მოუწოდებდნენ. ბეილის თქმით, აგენტები და ქასთინგ მენეჯერები ყოველთვის ყოყმანობდნენ, როცა საქმე "გეი როლებს" ეხებოდა.
"თითქოს რცხვენიათ, ეს განწყობა თვალშისაცემია", — აღნიშნავს იგი.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები