ლევან ცუცქირიძე: 28 ნოემბერს ერთი წელი სრულდება, რაც "ოცნებამ" EU-სთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი
პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე წერს, რომ 28 ნოემბერს ერთი წელი სრულდება, რაც ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება "ბევრი შევიკრიბოთ იმის საჩვენებლად, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა არათუ სრულდება, არამედ ფართოვდება და ძალებს იკრებს".
მისი თქმით, დაპატიმრებულები არიან მასწავლებლები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სტუდენტებიც კი — ვინც ჩვენ ქვეყანას მომავლისკენ უნდა გაუძღვეს. ეს ყველაფერი სრულიად საპირისპიროა ოჯახების პატივისცემის, შემწყნარებლობის, ჰუმანიზმის ტრადიციულ ქართულ ღირებულებებთან.
ცუცქირიძის თქმით, საქართველოს ახლა ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.
"პოლიტიკოსების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უჩვენებს, რომ ივანიშვილის პარტიას არ შეუძლია ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრა. მათ ვერ მოაგვარეს სიღარიბის, დაუცველობის, ჯანდაცვის, სამართლიანობის, ემიგრაციის პრობლემები. სამაგიეროდ, თავად უზომოდ გამდიდრდნენ ხალხისათვის მოპარული ფულით. სწორედ ამიტომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათ მხოლოდ რეპრესიისა და უთანხმოების თესვის გზა დარჩა.
მძიმე დღეებია: საქართველოს ახლა ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ყველაფერი ეს ძალიან უსამართლოა. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ ადამიანებზე, ისინი ხმას იმაღლებდნენ იმისათვის, რისიც სჯეროდათ.
ქართულმა ოცნებამ პოლიტპატიმართა შვილები იმისთვის გაწირა, რომ მათ მშობლები თვეების, პოლიტიკოსების შემთხვევაში კი, წლების განმავლობაში ვეღარ იხილონ. დაპატიმრებულები არიან მასწავლებლები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სტუდენტებიც კი — ვინც ჩვენ ქვეყანას მომავლისკენ უნდა გაუძღვეს. ეს ყველაფერი სრულიად საპირისპიროა ოჯახების პატივისცემის, შემწყნარებლობის, ჰუმანიზმის ტრადიციულ ქართულ ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ჩვენი საუკეთესო წინაპრებისგან გადმოგვეცა.
რთული დღეებია პატიმართა ოჯახებისთვის. ეს ვერ იქნება საკმარისი ნუგეში, მაგრამ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ხოლო ზურგს ისტორიაც უმაგრებთ - სამართლიანობისთვის ბრძოლისა და შეუპოვრობის მდიდარი გამოცდილება.
მოგიწოდებთ თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო ორგანიზებულად და მეტი შემართებით ჩავერთოთ მიტაცებული სახელმწიფოს ხალხისათვის დაბრუნების საქმეში. 28 ნოემბერს ერთი წელი სრულდება, რაც "ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და ამით მოქალაქეებს წაართვა ღირსეული ცხოვრების, სამართლიანი სახელმწიფოს და ეკონომიკური დაცულობის პერსპექტივა. უახლოეს ხანებში გაგაცნობთ თანამოაზრეებთან შეთანხმებულ გეგმას, თუ როგორი იქნება პროტესტის გეგმა ამ დღეს. უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის საჩვენებლად, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა არათუ სრულდება, არამედ ფართოვდება და ძალებს იკრებს.
და ბოლოს — გასულ კვირას ჩვენ დეტალური გეგმა გამოვაქვეყნეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ბრძოლის გზას. გამოგვყევით ამ გზაზე, შემოუერთდით პროტესტს და ერთად კიდევ უფრო მალე მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს", — წერს ლევან ცუცქირიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები