ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ევროსტრუქტურებს ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი "ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ "პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში არასდროს უნახავთ საქართველოს მასშტაბის უკუსვლა". ის ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ გადადგან დამატებითი ნაბიჯები, დაასანქცირონ პასუხისმგებელი პირები, განსაკუთრებით ივანიშვილი, რომ მათ ვეღარ შეძლონ თავისუფლად მოგზაურობა და ფინანსების გამოყენება EU-ში.
მისივე თქმით, საქართველოში მმართველ პარტია ერთკაციანი შოუა, "რომელიც სხვა ბიჭების მეშვეობით კულისებიდან მართავს ყველაფერს".
"დე ფაქტო რეჟიმმა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან შეაჩერა, არის სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, ევროკომისიის 9 პირობიდან არცერთი მათგანი არ შესრულებულა, პროგრესიის ნაცვლად არის სერიოზული უკუსვლა, პოლიტიკური ფიგურები ციხეში არიან, ეს საბჭოთა კავშირის დასასრულის ბნელ დღეებს მახსენებს. ერთი მხრივ, ვგმობ ხელისუფლების ქმედებას და ამავდროულად, ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც არ უნდა საბჭოთა საქართველოში ცხოვრება. ამიტომ, ევროპარლამენტარები მოვუწოდებთ ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებს, საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ გადადგან დამატებითი ნაბიჯები, დაასანქცირონ პასუხისმგებელი პირები, განსაკუთრებით ივანიშვილი, რომ მათ ვეღარ შეძლონ თავისუფლად მოგზაურობა, მათი ფინანსების გამოყენება ევროკავშირში. ამჟამად, წევრი სახელმწიფოების მოქმედებით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ჩვენ ზეწოლას გავაგრძელებთ.
თქვენ ევროპის ბევრს პარლამენტში გყავთ მეგობრები, თქვენ არ მიგატოვებენ. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ თავისუფლება და დემოკრატიაა საქართველოს ევროპულ გზაზე გაიმარჯვებს. ეს ბიჭები , რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ფიქრობენ, რომ ყველაფერი აქვთ, მაგრამ ასე არაა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ მმართველ პარტიას, თუ ეს პარტიაა საერთოდ, ეს არის ერთ კაციანი შოუ, რომელიც სხვა ბიჭების მეშვეობით კულისებში მართავს ყველაფერს. პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთი მასშტაბის უკუსვლა.
სანქციების სიაში, რომელსაც ევროკომისია განიხილავს, უნდა მოხვდეს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ხმას აძლევენ პარლამენტში რეპრესიულ კანონებს, ასევე ისინიც ვინც აღმასრულებელ რგოლში მოქმედებენ. უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, ვინ ვინ არის, ამ სიაში უდანაშაულო ადამიანი არ მოხვდება", — განაცხადა გალერმა "ტვ პირველთან".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები