TKTFLY.GE პოსტ მოგზაურობის დრამასთან გამკლავების გზას გვთავაზობს
ფოტო: TKT FLY
შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი მოგზაურობის შემდეგ, სურვილი, რომ ამოლაგებული ბარგი ხელახლა ჩააწყო და გზას გაუდგე, ყველასთვის ნაცნობია. TKTFLY.GE-მ ამ შეგრძნებას სახელი უპოვა და ახალი კამპანიით შეგვახსენა, რომ მისი მოგვარების ერთადერთი საშუალება მორიგი მოგზაურობის დაგეგმვაა. დიაგნოზის დასმის გარდა, კომპანია ბილეთის საფასურის განაწილებით გადახდას გვთავაზობს. ასევე — სანდოობას, მოქნილ სერვისსა და მხარდაჭერას, რომელსაც მოგზაურობისას სულ იგრძნობთ.
მათთვის, ვისაც ჯერ არ სმენია თქვენზე, კიდევ ერთხელ მოვყვეთ პლატფორმის შესახებ, რა არის TKTFLY.GE და რა განასხვავებს მას სხვა მსგავსი პლატფორმებისგან?
თიკა მახარაშვილი: TKTFLY.GE არის ბილეთების ყველაზე დიდი ეკოსისტემის, TKT.GE-ს შვილობილი ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს ავიაბილეთების შეძენის სრულფასოვან გამოცდილებას ვთავაზობთ. მათ შეუძლიათ ბილეთი საკუთარი პრეფერენციების მიხედვით ააწყონ (ბარგი, ადგილი, მულტიდითი, refundable ticket და ა.შ.), თანხა გადაიხადონ ეროვნულ ვალუტაში, კურსთა შორის სხვაობის გარეშე და რაც მთავარია, მთელი მოგზაურობის მანძილზე, ისარგებლონ ჩვენი 24/7-ზე ქართულენოვანი მხარდაჭერის სერვისით, რომელიც ფრენასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარებათ.
ვიდრე კამპანიას გაუშვებდით, რა აჩვენა ბაზრის კვლევამ, რა საჭიროებები გამოაჩინა და როგორ უპასუხეთ მათ?
თიკა მახარაშვილი: TKTFLY.GE უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე ოპერირებს, თუმცა, კომუნიკაციის აქტიურ ფაზაში არ ვიყავით გადასული. საზოგადოებისთვის თავის მეტად გაცნობამდე, გვინდოდა, გამართული სტრატეგიული აქცენტები გვქონოდა, რისთვისაც სააგენტო „სუპერმარკეტს“ მივმართეთ, შედეგად კი სწორი “ინსაითი”, პროდუქტული ამოხსნა და საკომუნიკაციო ხაზი მივიღეთ, რაზეც საბოლოოდ მიმდინარე კამპანია დავაშენეთ.
ვასკა ჩუბინიძე — სუპერმარკეტი, ბრენდ სტრატეგი:
საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლებისას, მიზნად გაყიდვების დაჩქარება და ახალი მომხმარებლის მოზიდვა დავისახეთ. პროცესში საინტერესო ემოციური დაკვირვება აღმოვაჩინეთ — მოგზაურობიდან დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტია, რომლის ერთადერთი მკურნალი შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვაა. შესაბამისად, ბილეთის ყიდვა ხდება პირველი საზეიმო ნაბიჯი, ფინანსური მხარე კი — მთავარი ბარიერი, რომელსაც ამ გზაზე ვაწყდებით.
ამ პრობლემას მხოლოდ კომუნიკაციით ვერ გადავჭრიდით, ამიტომ ფიქრი პროდუქტის დიზაინზე და მის ცვლილებაზე დავიწყეთ. ასე გაჩნდა იდეა გადახდის გადანაწილების შეთავაზებაზე — მარტივი და ყველასთვის ნაცნობი საბანკო ოპერაცია, რომელიც ახლა მოგზაურობის დაგეგმვის პროცესის ბუნებრივ ნაწილად იქცა. ეს შემთხვევა ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ კომუნიკაციაზე ფიქრმა თავად პროდუქტის ფორმა გვიკარნახა. სწორედ ასე მუშაობს ძლიერი სტრატეგია, როცა მესიჯი და შეთავაზება ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.
უკვე მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიის, TKT.GE - ის შვილობილი ხართ. ახალი კამპანიის წარდგენისას, როგორ გეხმარებათ ის ნდობა, რაც მომხმარებელს უკვე აქვს კომპანიის მიმართ?
თიკა მახარაშვილი: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების ნდობაა. წლიდან-წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოგზაურობას, სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, ინდივიდუალურად გეგმავენ. ამ ქცევის შესწავლისას 2 მნიშვნელოვანი ბარიერი დავინახეთ :
- ავიაბილეთის საფასურის სრული გადახდა, რაც პირველი და ერთ-ერთი დიდი ფინანსური კონტრიბუციაა მოგზაურობის დაგეგმვისას.
- მოტყუების შიში — ყიდვის ღილაკზე დაჭერის მომენტში გაელვებული აზრი — „სანდოა ეს პლატფორმა?“
ამ პროცესში, სწორედ TNET-ის ციფრული ეკოსისტემა და TKT.GE, როგორც დიდი ისტორიის მქონდე სანდო ბრენდი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დეტალურად რომ ავხსნათ, განაწილების სისტემა როგორ მუშაობს?
თიკა მახარაშვილი: TKTFLY.GE არის ავიაბილეთების ერთადერთი ონლაინ პლატფორმა, სადაც გადახდის მეთოდად თანხის ავტომატური განაწილება შეგიძლია აირჩიო. განაწილება მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყვნენ ბევრად რაციონალურები და უფრო მარტივად მიიღონ მოგზაურობის გადაწყვეტილება — გადაიხადონ 0 ლარი დღეს და გაანაწილონ ხარჯი 4 თვეზე. ამის გამო, მომხმარებლის ყოველთვიური ფინანსებიც ნაკლებად დაზიანდება და მეტი მოგზაურობის დაგეგმვის საშუალებაც მიეცემათ მათ.
კამპანიაზე მოგვიყევით - რა არის პმდ?
ხატია კოპლატაძე — რედბერის კრეატიული დირექტორი: პირველივე ბრეინშტორმინგზე ათასი იდეა გაჩნდა, რადგან ბრიფში დამალული ჭეშმარიტება, "ინსაითი" ყველასთვის კარგად ნაცნობი იყო. თითქმის ყველა ახალდაბრუნებული ვიყავით საზაფხულო მოგზაურობიდან და მეილებში, ფურცლებსა და შეხვედრებში ჩაფლული მივტიროდით მოგონებებს.
სწორედ ასე მივედით კამპანიის კრეატიულ კონცეფციამდე. მივხვდით, რომ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გამძაფრებული ნოსტალგია, აკლიმატიზაცია, დარდი და ვარამი ბევრი ადამიანისთვის იყო საერთო. გვინდოდა ამ შეგრძნებებისთვის თავი მოგვეყარა და სახელი დაგვერქვა. პმდ, ანუ პოსტ მოგზაურობის დრამა, როგორც დაბრუნების თანმდევი, კლასიკური შემთხვევა. ასე შევქმენით ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული მთავარი გმირის ხასიათი და მის პრობლემას, სამივე სერიაში, ერთი გადაჭრით ვუპასუხეთ.
“პოსტ მოგზაურობის დრამა? დაიწყე ახალი მოგზაურობა 0-დან” — ამ ამბავს, ორმაგი მნიშვნელობა აქვს, ერთი — მოგზაურობის სულ თავიდან დაწყება და მეორე — ბილეთის 0 ლარიდან შეძენის შესაძლებლობაა.
თქვენი აზრით, რა გავლენა გექნებათ იმაზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ გეგმავენ ადამიანები მოგზაურობას?
თიკა მახარაშვილი: TKTFLY-ში გვჯერა, რომ ყოველდღიურ რუტინას და მძიმე სამუშაო რეჟიმს, მხოლოდ დაგეგმილ მოგზაურობაზე ფიქრი ამსუბუქებს და ჩვენ მისიად მომხმარებლებისთვის ამ გადაწყვეტილების გამარტივება დავისახეთ. მთავარი, რისი მიღწევაც გვინდა, მოგზაურობის წახალისებაა. ახალი ფრენები და ახალი თავგადასავლები შესაძლებელია უკვე 0-დან დაიწყოთ. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე TKTFLY.GE იზრუნებს.
როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს, რა გეგმები გაქვთ?
თიკა მახარაშვილი: სამომავლოდ გავაგრძელებთ მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას, დეტალურად გავაცნობთ პლატფორმის უპირატესობებს, წავახალისებთ სხვადასხვა აქციით, გავაგრძელებთ საუკეთესო გამოცდილების შექმნას და ვიმედოვნებთ, გავხდებით მათი მოგზაურობის განუყრელი პარტნიორები.
რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც ჯერ ისევ ყოყმანობს, იყიდოს თუ არა ფრენის ბილეთი?
თიკა მახარაშვილი: მოგზაურობა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა! პოსტ მოგზაურობის დრამასაც შეგიძლიათ უკვე მარტივად გაუმკლავდეთ და ახალი თავგადასავალიც 0-დან დაგეგმოთ TKTFLY.GE-ზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები