გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან — პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სწავლის სურვილს აღვიძებენ, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. ამ გზაზე მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი საქმის გულწრფელი სიყვარულია. სწორედ ამ მონდომების აღიარებისთვის შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია.
კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი წელს ელენე ბეთლემიშვილი, გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. ელენეს პროფესიული გზა იოლი არ ყოფილა:
“ვიწყებდი, სხვადასხვა მიზეზით ვჩერდებოდი, ისევ ვბრუნდებოდი, მაგრამ ყოველი დაბრუნება ახალი იდეებითა და ენერგიით იყო სავსე. დღეს რომ ვფიქრობ, სწორედ ეს მცდელობები მაძლევდა ყველაზე ღირებულ გამოცდილებას. მასწავლებლობის არჩევა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროფესია — ეს იყო ბავშვებთან ყოფნისა და სამყაროს მათთან ერთად აღმოჩენის შინაგანი სურვილი”.
ელენე გვიზიარებს, რომ მისი სწავლების მთავარი პრინციპი მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის:
“მთავარი პრინციპი ჩემთვის მოსწავლის ხედვის, ინიციატივისა და საკუთარი თავის რწმენის გაღვიძებაა. ყველაზე მეტად ვაფასებ იმ მომენტებს, როდესაც ბავშვი თვითონ პოულობს გზას პრობლემის გადასაჭრელად, იაზრებს, რომ შეუძლია. მოსწავლეებს მუდმივად ვუსმენ. ვაძლევ სივრცეს, რომ გამოავლინონ საკუთარი ინტერესები, რომლებსაც გაკვეთილში ვაერთიანებ. ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, ხელოვნება ან ტექნოლოგიები. მთავარია, რომ ბავშვმა იგრძნოს, სკოლა არის ადგილი, სადაც მისი ინტერესები ფასდება”.
ბავშვის განვითარებაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, ელენეც ყოველთვის ცდილობს, პატარა მოსწავლეების მეგობარი გახდეს:
“ეს მათი პირველი ნაბიჯებია სკოლის სამყაროში. მნიშვნელოვანია მოთმინება, ნდობის მოპოვება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ გაუჩნდებათ კითხვები, სურვილები. ვცდილობ, სწავლის პროცესი მათი ინიციატივებით იყოს სავსე: პროექტებით, თამაშებით, რეფლექსიით. ვასწავლი, როგორ მოიძიონ გზები, როგორ დაგეგმონ და როგორ არ დანებდნენ პირველივე სირთულეზე. ვაჩვენებ, რომ შეცდომა არა დამარცხება, არამედ ახალი შესაძლებლობაა. ასე იბადება სწავლის, აღმოჩენისა და შექმნის ჟინი”.
კონკურსის ფინალისტობა ელენესთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური აღიარება, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის საქმე ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია:
“ეს კონკურსი ქმნის სივრცეს, სადაც ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვუზიარებთ გამოცდილებას და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ სკოლა არის ცვლილებებისა და შთაგონების ადგილი”.
ელენემ მომავალ მასწავლებლებს რჩევებიც გაუზიარა:
“არ დაიზაროთ მოსმენა და დაკვირვება. ნუ ეცდებით ყველაფრის სწრაფად მიღწევას. ეს პროფესია მოთმინებასა და ემპათიას მოითხოვს. თუ საქმეს სიყვარულითა და ინტერესით მიუდგებით, ყველაზე რთული დღეებიც შთაგონებად გადაიქცევა”.
ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები