მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის თეგეტა მოტორსის რჩევებით
ფოტო: თეგეტა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდი მკვეთრად იცვლება — ტემპერატურა იკლებს, ხილვადობა რთულდება და გზებზე მოცურების რისკიც დიდია. სწორედ ამიტომ ავტომობილის წინასწარი შემოწმება და სეზონისთვის მომზადება უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი წინაპირობაა.
თეგეტა მოტორსი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრისთვის სამზადისს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ავტომობილის გამართვისთვის მომხმარებელს სთავაზობს: 15%-იან ფასდაკლებას აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე და გაორმაგებულ ქეშბექს ზამთრის საბურავებზე.
ფოტო: თეგეტა
ლაშა ნარუსაშვილი, თეგეტა მოტორსის ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: "თეგეტა მოტორსისთვის მომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ კონკრეტულ სეზონს უკავშირდება, არამედ მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული საბურავები, გამართული აკუმულატორი და დროულად გამოცვლილი ზეთი მნიშვნელოვნად ამცირებს გზაზე მოსალოდნელ რისკებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებს, შეხვდნენ ცივ სეზონს თავდაჯერებულად და მშვიდად, ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონის ცვლილებისთვის?
ზამთრის საბურავები
საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როცა ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი უმცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.
ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლეა 3 მმ, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.
ფოტო: თეგეტა
აკუმულატორის შემოწმება
ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადაა 3-7 წელი, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა.
ანტიფრიზის კონტროლი
ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.
მაშუქი ფარები და საქარე მინის საწმენდი სისტემა
მოკლე დღეებისა და ხშირი ნალექის პირობებში გამართული ფარები და საქარე მინის მწმენდავები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომ აუცილებელია, მძღოლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ფარები სწორად ანათებს, ხოლო მინის საწმენდ სითხეში დამატებულია ყინვაგამძლე კონცენტრატი. ჩვეულებრივი წყალი ზამთარში იყინება და ხედვის არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
სამუხრუჭე სისტემა
თოვლიან და სველ გზებზე მუხრუჭების გამართულობა უმნიშვნელოვანესია. სეზონის ცვლილებისას რეკომენდებულია სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების შემოწმება სპეციალისტის მიერ.
საგანგებო ნაკრები
გზაზე გადაადგილებისას სასურველია, მძღოლებს ავტომობილში ჰქონდეთ: სათადარიგო საბურავი, ფანარი, თოვლის იარაღები, თბილი პლედი და პირველადი დახმარების ნაკრები — მოულოდნელი შეფერხების დროს ეს ნივთები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
განსაკუთრებული შეთავაზებები თეგეტა მოტორსისგან
კომპანიაში კვლავ მოქმედებს უსასრულო გარანტიის პროგრამა, რომელიც ვრცელდება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებსა და საბურავებზე.
უსასრულო გარანტია ვრცელდება შემდეგი ბრენდების შეძენისას:
აკუმულატორები: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer.
საბურავები: BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH.
ზამთარი მეტ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს — თეგეტა მოტორსი კი მზად არის, მომხმარებლებს ეს პროცესი გაუმარტივოს. მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის წინასწარ, რათა მგზავრობა უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო იყოს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები