რატომ გვიჭირს ძილი მოგზაურობისას და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?
ფოტო: სმარტფარმი
მოგზაურობისას ძილი ხშირად წარმოუდგენლად რთული ხდება. გადაღლილი ხართ, მაგრამ თვალები მაინც ფართოდ გაქვს გახელილი. ახალი გარემო, უცნობი ხმები და სხვა დროის ზონა ტვინს არ აძლევს საშუალებას, ნამდვილად დაისვენოს.
საქმე მხოლოდ საათის ცვლილებაში არ არის — სხეული ჯერ კიდევ იქ არის, საიდანაც წამოხვედით, და შინაგანი ბიოლოგიური საათი ნელ-ნელა ცდილობს ადაპტირებას. იქვეა მთელი რიგი პატარა დეტალები, რომლებიც ძილის შესაძლებლობას ართულებს: საწოლის სხვა ტიპი, უცნაური სუნები, ქუჩის ხმაური, ოთახში სინათლის განსხვავებული დონე — ტვინს ეს ყველაფერი აფრთხილებს და ეუბნება: ეს ადგილი უცხოა, ფრთხილად იყავი. არც ემოციური ფაქტორებია უმნიშვნელო — ახალი შთაბეჭდილებები, მოლოდინი, მომავალი გეგმები ხშირად ისე აქტიურობს გონებაში, რომ თავად დაღლილობა ვერ ახერხებს ძილის მექანიზმის გააქტიურებას. ეს კომბინაცია ორგანიზმს ტოვებს სიფხიზლის მდგომარეობაში, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მარტო დროის გავლენა არ ეხმარება; საჭიროა ისეთი სტრატეგია, რომელიც სხეულსაც და გონებასაც ერთდროულად ჩართავს დასვენების რეჟიმში.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს?
მოემზადეთ დროზე ადრე
მოგზაურობის დროს უძილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი შინაგანი ბიოლოგიური საათის დარღვევაა. თუ იცით, რომ სხვა დროის ზონაში მიდიხართ, სცადეთ, თქვენი ძილის რეჟიმი ნელ-ნელა, რამდენიმე დღით ადრე მოარგოთ იმ ქვეყნის/ქალაქის რეჟიმს, სადაც მიემგზავრებით. მაგალითად, ადრე ან გვიან დაძინება რამდენიმე წუთით დღეში დაგეხმარებათ სხეული ახალ რიტმს შეეჩვიოს. ეს პატარა ნაბიჯები მოგზაურობის პირველ ღამეს უფრო მშვიდსა და დასვენებულს გახდის.
შექმენით სახლური ატმოსფერო
ახალი გარემო ხშირად გვიძნელებს ძილს, რადგან ტვინი უცხოს მიიჩნევს და სხეულს სიფხიზლის რეჟიმში ამყოფებს. შეგიძლიათ, თან წაიღოთ რაიმე ნაცნობი ნივთი, რაც სიმშვიდეს მოგანიჭებთ, მაგალითად, თქვენი საყვარელი ბალიში, თვალის ნიღაბი ან პატარა პლედი. ასეთი ნივთები ტვინს სიგნალს უგზავნის, რომ გარემო უსაფრთხოა, ხოლო თქვენი სხეული ნელ-ნელა იწყებს დასვენების პროცესს. მარტივი ნაბიჯია, მაგრამ ეფექტური: ნაცნობი საგნები ახალ სივრცეში ძილის დაწყებას ბევრად აადვილებს.
მოერიდეთ ეკრანებსა და კოფეინს ძილის წინ
უმეტეს დროს ძილის წინ სმარტფონებთან ან ტელევიზორებთან ვატარებთ და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ცისფერი შუქი, რომელიც ეკრანებიდან მოდის, აფერხებს მელატონინის გამომუშავებას — ჰორმონის, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძილს. ასევე, კოფეინი და ენერგეტიკული სასმელები ზრდის აქტივობას ტვინში და ართულებს დასვენებას. სცადეთ, დაძინებამდე ბოლო ერთი ან ნახევარი საათი ეკრანებისა და ყავის გარეშე გაატაროთ. ეს მარტივი ხრიკი ძილის ხარისხზე საოცრად მოქმედებს.
ბუნებრივი დახმარება — მელაქსენ B
როცა ყველაფერი სცადეთ და მაინც ვერ ისვენებთ, ბუნებრივი დახმარება გიშველით. მელაქსენ B აერთიანებს მელატონინს, მაგნიუმის გლიცინატსა და ვიტამინ B6-ს — კომბინაცია, რომელიც სინერგიულად მოქმედებს: ტვინი სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოსთან, ნერვული სისტემა მშვიდდება, ხოლო ბუნებრივი ჰორმონების სინთეზი სტაბილურდება. ეს ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს ღრმა, ხარისხიან ძილს!
მელატონინი (3 მგ) ეხმარება ორგანიზმს აღადგინოს ბიორიტმი და ადაპტირდეს ახალ გარემოსთან;
- მაგნიუმის გლიცინატი (125 მგ) — ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს დაძაბულობას;
- ვიტამინი B6 (5 მგ) — ხელს უწყობს მელატონინის ბუნებრივ გამომუშავებას და ენერგიის აღდგენას.
ეს კომბინაცია არა მხოლოდ დაგეხმარებათ სწრაფ ჩაძინებაში, არამედ უზრუნველყოფს ღრმა და სრულყოფილ ძილს, სადაც უნდა იყოთ, უცხო ქვეყანაში, განსხვავებულ საათობრივ სარტყელში.
მოგზაურობა არ უნდა ნიშნავდეს უძილობას. როცა სხეულს და გონებას ბუნებრივად ეხმარებით დასვენებაში, ყოველი მოგზაურობა უფრო მსუბუქი და სასიამოვნო ხდება. მიეცით თქვენს ორგანიზმს შესაძლებლობა, დაისვენოს ისე, როგორც იმსახურებს — მელაქსენ B-სთან ერთად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები