ქართული ჰაგიოგრაფიის განახლებული გამოცემა
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
თბილისის წიგნის დღეები ერთგული მკითხველისთვის დიდი დღესასწაულია. წელს 14-16 ნოემბერს უამრავი ადამიანი მოინახულებს პავილიონს, ხოლო ქართული გამომცემლობები ტრადიციულად სიახლეებით დახვდებიან მათ. ქარჩხაძის გამომცემლობა ერთგულ მკითხველს რამდენიმე სიახლეს უმზადებს და მათ შორის ერთ-ერთი ქართული ჰაგიოგრაფიის განახლებული გამოცემაა.
ქართული ჰაგიოგრაფია ქარჩხაძის გამომცემლობის თითქმის ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელიც პირველად 2016 წელს გამოიცა და მაშინვე დაიმსახურა მკითხველთა დიდი ყურადღება. წიგნში თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ქართული ჰაგიორგაფიის სამი მნიშვნელოვანი ძეგლი — შუშანიკის წამება, აბოს წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.
მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წიგნის კონცეფცია — ორიგინალი, ძველი ქართული ტექსტების პარალელურად წარმოდგენილია მათი თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული უზუსტესი ვერსიებიც. წიგნის თითოეული ტექსტის შესავალი წერილები ლევან გიგინეიშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტების თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული ვერსიები, ლეილა ბერიაშვილს.
განახლებულ გამოცემაში წარმოდგენილია არა მხოლოდ შუშანიკის წამების, აბოს წამებისა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ტექსტები, არამედ დამატებულია არანაკლებ მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიული ძეგლი — იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება, რომლის თანამედროვე ქართული ენის ვერსია და შესავალი წერილი ლეილა ბერიაშვილის შესრულებულია.
ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუადვილოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი, საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალური წყაროებისკენ.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ქარჩხაძის გამომცემლობის ქართული ჰაგიოგრაფიის წიგნში აბოს წამების, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების ტექსტები უმცირესი შემოკლებებითაა წარმოდგენილი, ხოლო შუშანიკის წამება პრაქტიკულად სრული სახითაა.
ქარჩხაძის გამომცემლობის ქართული ჰაგიოგრაფია არის წიგნი, რომელიც ერთნაირად საინტერესო და ძვირფასია, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ერთგული მკითხველებისა თუ უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები