მზია ამაღლობელი ვენაში პოლ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს
10 ნოემბერს, ვენაში, პატიმრობაში მყოფი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი პოლ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
მათი ცნობით, პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში.
მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში.
დაჯილდოების ცერემონიას ვენაში "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ესწრებოდნენ.
ვინ არის პოლ ვაისი?
პოლ ვაისი 1907 წლის 19 მარტს, ვენაში, ებრაულ მეწარმეთა ოჯახში დაიბადა. მან ვენის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო და 1934 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ბიზნესი ჩაიბარა. ის და მისი ოჯახი 1938 წელს დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც მისი დედა და დები დაიღუპნენ. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ სხვები მსგავსი ბედისწერისგან დაეცვა და მთელი თავისი ცხოვრება ლტოლვილების დაცვას მიუძღვნა.
ომის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, პოლ ვაისი ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის დაცვის პირველი დირექტორი გახდა. ის იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იქ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის შემუშავებაში, რომელმაც ლტოლვილთა დაცვა უზრუნველყო და რომელიც დღესაც ძალაშია. ამას გარდა, პოლ ვაისმა ფუნდამენტური წვლილი შეიტანა თავშესაფრისა და ლტოლვილთა სამართალში. მას სიკვდილის შემდეგ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ნანსენის ლტოლვილთა ჯილდო მიენიჭა .
"ჩვენი მისიაა, გვახსოვდეს ეს დიდი ავსტრიელი. ამიტომ, დავაარსეთ პოლ ვაისის პრემია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს მიაგებს პატივს. ამ გზით, გვსურს ვაჩვენოთ, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი გამბედაობა, ადამიანობა და თანაგრძნობაა და უამრავი ადამიანია, ვინც მთელი გულით უძღვნის თავს სხვების დახმარებას - ისევე როგორც პოლ ვაისი აკეთებდა ამას", — წერია ვებგვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები