4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას პაატა ბურჭულაძე 8 დეკემბრის სასამართლო პროცესზე აანონსებს
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას პაატა ბურჭულაძე 8 დეკემბრის სასამართლო პროცესზე აანონსებს. ამის შესახებ მისი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ:
"ბატონი პაატა მოგესალმებათ ყველას. 8 დეკემბრამდე აკრძალული აქვს წერილის გამოგზავნა და მოკლებულია შესაძლებლობას 4 ოქტომბრის ისტორიულ-ეროვნული კრების მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს და აუხსნას ქართველ ხალხს. ამავე დროს, უპასუხოს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინო განცხადებას, რომ თურმე ეროვნულ კრება ყოფილა რუსული სპეც-ოპერაცია.
პირველივე შესაძლებლობისთანავე იგი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას", — წერია პაატა ბურჭულაძის გზავნილში, რომელსაც მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ავრცელებს (წერილს "ტვ პირველი" ავრცელებს).
შოთა თუთბერიძე "ტვ პირველთან" საუბროსას ამბობს, რომ "გმობს ყველანაირ მცდელობას, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს ციხეში მჯდომი ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი ჯვარი აქვთ სატარებელი ძალიან მძიმე სასჯელის სახით".
"უნდა ითქვას ის, რომ არა მარტო ბატონი პაატასთვის, არამედ ყველასთვის, ვინც უყურებდა ქალბატონი სალომეს გამოსვლას, რომელიც ცოტა ბუნდოვნად აფასებს თითქოს და ისე, რომ საკუთარ აზრს ბოლომდე არ აფიქსირებს, 4 ოქტომბრის მოვლენებს, გაუგებარი დარჩა პრინციპში ძირითადი სათქმელი, შინაარსი, რომლის გამოთქმისგანაც ქალბატონი სალომე თავს იკავებდა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარი ეხებოდა რუსულ სპეცოპერაციას, სადაც ასევე, ქალბატონმა სალომემ, მე ვფიქრობ, შეგნებულად დატოვა გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რა იყო რუსული კონკრეტულად ამ ღამის მოვლენებში და რას გულისხმობდა ის ამ რუსულ სპეცოპერაციაში.
...ჩვენ ვგმობთ ყველანაირ მცდელობას, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს ციხეში მჯდომი ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი ჯვარი აქვთ სატარებელი ძალიან მძიმე სასჯელის სახით, ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა და ამ დროს, თავისუფალმა ადამიანებმა, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნაც კი არ არის დაწყებული, რომელსაც არავითარი რეალური ფასი არ აქვს გადახდილი ოპოზიციაში ყოფნისთვის და ქართულ ოცნებასთან ბრძოლისთვის, ბუნებრივია, ჩემი აზრით, უფრო ეთიკური იქნება, რომ თავი შეიკავოს ასეთი განცხადების გაკეთებისგან.
ამავე აზრზე არის ბატონი პაატა. მიაჩნია, რომ განცხადება ატარებს სამარცხვინო შინაარს. მოუწოდებს იგი ყველას დამატებითი სიფრთხილის გამოჩენისკენ," — ამბობს შოთა თუთბერიძე.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა და ყველამ უკვე გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია".
"რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა და ყველამ უკვე გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი რაც ძალიან ბუნებრივი არის და ამაზე ითამაშეს და ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა და მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ ეს პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები