გაიცანით ნინო თორღვაიძე, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე თუშეთიდან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ხანდახან ყველაზე დიდი ცვლილებები მოულოდნელად იწყება. შთაგონება კი შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას გეწვიოს. ნინო თორღვაიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა, შთაგონებამ იგი თუშეთში საკუთარი საქმის წამოწყების იდეამდე მიიყვანა. ასე დაიბადა PANORAMA DARTLO — სივრცე, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან, კულტურასა და ტრადიციებთან აკავშირებს.
ნინო საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის — მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილეა და ამ სტატიაში საკუთარი იდეისა და საქმის შესახებ გვიამბობს.
“ჩემი იდეა სპონტანური იყო, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა და მოულოდნელად გავიმარჯვე. ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა გარემო, რომელიც ჩემს ხედვასა და იდეებს გამოხატავდა და ბუნებას დაუკავშირდებოდა. გადავწყვიტე, თუშეთის ძველი სახლი გარდამექმნა გარემოდ, რომელიც კომფორტულობასა და ავთენტურობას გააერთიანებდა, პანორამა დართლოში ყველაფერი მწვანე ტექნოლოგიებითა და დიდი სიყვარულითაა შექმნილი.”
თუშეთის სილამაზე და მიუწვდომლობა უამრავ მოგზაურს იზიდავს, ნინოს კი სურდა, რომ პანორამა დართლოში ამ უნიკალური ადგილის უძველესი ტრადიციები შეენარჩუნებინა, იმავდროულად, სტუმრებისთვის თანამედროვე კომფორტიც შეექმნა:
“ნაბიჯ-ნაბიჯ, საყვარელი ადამიანების დახმარებით, იდეის რეალობად გადაქცევა შესაძლებელია. ჩემთვის მიღწევაა, როდესაც ვხედავ აქ მოსულთა აღფრთოვანებას, რომლებიც ბედნიერი მოგონებებითა და ემოციებით ბრუნდებიან უკან”.
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2022 წლიდან მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიმდინარეობს. მასშტაბურმა ინიციატივამ 300-მდე ქალს მისცა საშუალება, მიიღონ ცოდნა, მხარდაჭერა და დაფინანსება, იმისთვის, რომ საკუთარი იდეები წარმატებულ საქმედ ექციათ.
ნინოს მიზანი პროგრამაში მონაწილეობისას პროფესიული უნარების გაძლიერება, ბიზნესის განვითარებისთვის თანამედროვე ცოდნის შეძენა და სხვა წარმატებული, საინტერესო ქალი მეწარმეების გაცნობა იყო:
“ასეთი პროგრამები ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცოდნა და მხარდაჭერა გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ იდეები რეალობად ვაქციოთ. მთავარი არის ის პირველი ნაბიჯი, დაწყება, დანარჩენი ნელ-ნელა ისწავლება.”
ნინო მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულ, ჟინიან ადამიანს დაბრკოლებები ვერ აჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია გზა, იდეა სპონტანურია თუ დიდი ხნის ნაფიქრი — მთავარია, გამბედაობა, ადაპტირება და მუდმივი განვითარების სურვილი.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები