თბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად, იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა. მაღაზია ილია ჭავჭავაძის გამზირზე №37მ, Axis Tower-ში მდებარეობს.
Principe იტალიური მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში 60 წელზე მეტია ოპერირებს და საერთაშორისო პრემიუმ ხარისხის ბრენდებს აერთიანებს.
მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა
HUGO BOSS BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI და POLICE.
კოლექციები ძირითადად მოიცავს ტყავის ნაწარმს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.
საქართველოში Principe-ს ექსკლუზიურად წარადგენს კომპანია Gtex, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს 8 საერთაშორისო ბრენდს, 35 ფილიალითა და 300-ზე მეტი თანამშრომლით.
“PRINCIPE მულტიბრენდული კონცეფციის მაღაზიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს. აღნიშნული ბრენდები მსოფლიო მასშტაბით უკვე დამკვიდრებულია პრემიუმ სეგმენტში და გვჯერა, რომ მაღაზია ქართულ ბაზარზეც მოიპოვებს წარმატებას. სამომავლოდ ვმუშაობთ ისეთი ახალი ბრენდების შემოყვანაზე, რომლებიც მიეკუთვნება, როგორც affordable luxury სეგმენტს, ისე mass market-სა და სპორტული ხაზის მიმართულებებს. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სტრატეგიული ფინანსური პარტნიორია. ყველა მნიშვნელოვან პროექტში გვიდგას გვერდით და სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება”, — განაცხადა ქეთევან რამიშვილმა, კომპანია Gtex-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბიზნესებთან პარტნიორობა, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანითა და ახალი შესაძლებლობების შექმნით ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კომპანია Gtex ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია, 10 წლის განმავლობაში მრავალი პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე არაერთი საერთაშორისო ბრენდი შემოვიდა. მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება და თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების მაღაზია გაიხსნა. მსგავსი ინიციატივები საცალო ვაჭრობის სექტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს სთავაზობს”, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები