MAC: მობილურების ჩამკეტი სათავსოების დამონტაჟება სასამართლოში ჟურნალისტებს გაშუქების შესაძლებლობას შეუზღუდავს
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ შესაძლოა ჟურნალისტებს სასამართლოში ტელეფონის გამოყენების უფლებაც შეუზღუდოს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება სამართალი".
"მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს გააფორმა 91 700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს "ავესთან", რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო, სააპელაციო და სხვა სასამართლოებში (ჯამში 19 სასამართლო) დამონტაჟდება ასობით საკეტით აღჭურვილი სათავსო მობილურებისთვის.
აღნიშნული შესყიდვა ეფუძნება მიმდინარე წლის ზაფხულში მიღებულ დადგენილებას, რომელიც მანდატურებს აძლევს უფლებას, არ დაუშვან მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა სასამართლო დარბაზებში. აღნიშნული წესის ჟურნალისტებზე გავრცელების შემთხვევაში, ის დამატებით შეუზღუდავს ჟურნალისტებს ინფორმაციის შეგროვების თუ გაშუქების შესაძლებლობას.
სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, გადაიქცა ქართული ოცნების ზეგავლენის ქვეშ მყოფ უსამართლობის სიმბოლოდ -— იქ, სადაც კანონი აღარ იცავს, არამედ დევნის. ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებიან სასამართლოსა და ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ზეწოლის, დევნისა და ძალადობის სამიზნე. "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიტპატიმარია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ხოლო სასამართლო ამ დევნაში მოქმედებს როგორც დამსჯელი უწყება. უფრო მეტიც, სასამართლო მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ადგილიც გახდა. მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტები კი კვლავ დაუსჯელი რჩება — გამოძიებები არ ტარდება.
მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება სამართალი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სოლიდარობას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად, მძიმე და მტრულ გარემოში აგრძელებენ მუშაობას სიმართლისა და საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად. მათზე ზეწოლა და თავდასხმა არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიასა და საზოგადოების უფლებაზე — იცოდეს სიმართლე", — ნათქვამია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები