ბერდიას სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ გახარიას საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. ამის შესახებ მან "ტვ პირველთან" საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრა.
"ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა გიორგი გახარიას მიმართ დაანონსებული ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, შესაბამისად ამის შესრულებას და ინსტრუმენტალიზებას ვხედავთ დღეს.
ორად-ორი უწყება, რომელიც გიორგი გახარიას უყენებს პრეტენზიას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, ეს არის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და დღეს უკვე ივანიშვილის ე.წ. რეჟიმის მსახური პროკურატურა.
ბრალის დადგენილებას გავეცანით, რომელიც არის როგორც გითხარით, მშრალად გადმოცემული ფაქტები, თითქოს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით ეროვნული ინტერესები შეილახა და ნიშანდობლივია, რომ სუს-მა ეს ინფორმაცია თურმე ცხელი ხაზის მეშვეობით გაიგო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან.
მთავარი მოწმეები ამ შეთითხნილ საქმეში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სინდისზე, ეროვნული ინტერესების დაცვაზე, სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედების განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს. ესენი არიან ვინმე ნანა კაკაბაძე, ვახტანგ შაქარაშვილი, ვახტანგ გომელაური. მე ჩვენების შინაარსობრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ვერ მოვასწარი წაკითხვა, თუმცა ჩამონათვალი მტკიცებულებების, რომლებიც პროკურატურის შეფასებით ადასტურებენ ბრალდების მხარის წარმოდგენილ ვერსიას, ჩამოთვლილია პირთა ჩვენებები, რომელთა შორისაც არის კახი კახიშვილი, ვახტანგ გომელაური და სხვები...
ეს საქმე იქნება პრეცედენტული საქმე, ეს საქმე იქნება საქმე, რომლისგანაც ვერ გამოძვრება ვერც ერთი ოცნების წევრი, რომელიც ამ ღალატის კომისიაში იღებდა მონაწილეობას და ის პირები, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ინტერესები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ასეთი ბინძური, შეთითხნილი საქმე წამოიწყეს.
მოსალოდნელი იყო გიორგი გახარიასთვის, რომ მსგავსი სისხლისსამართლებრივი დევნა ფორმალურადაც დაიწყებოდა, არაფერი ახალი ამაში არ არის. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია არ აღიარებს იმ შეთითხნილ ბრალს, რომელიც საქართველოს ინტერესების დაცვისთვის წაუყენეს. გახარიას დღეს ედავებიან ქართული მიწის დაცვას", — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო — უწყება ყოფილი პრემიერმინისტრისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები