საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს უმასპინძლა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ქართული ფეხბურთის ქომაგი და მთავარი სპონსორი, ქართველი ფეხბურთელების მხარდაჭერას აგრძელებს. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა დღეს დაგროვილი ქონების ისტორიულ შენობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ნაკრების წევრებს უმასპინძლა.
“მოხარული ვარ რომ დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, სპორტსმენებს, რომლებმაც სრულიად შეცვალეს ფეხბურთის ისტორია ბოლო წლების განმავლობაში და სპორტის ეს სახეობა სხვა ეტაპზე აიყვანეს. მადლობა მათ თითოეული ემოციისთვის, სიამაყის მიზეზისთვის, მეტოქის კარში გატანილი თუ აღებული გოლისთვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ გაგვახსენეს გულშემატკივრობის გემო, ერთიანობის სიხარული. მადლობა იმ რწმენის გაღვივებისთვის, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია და რომ მათი წყალობით შვილიშვილებისთვის მოსაყოლი მოვლენების მონაწილეები გავხდით. ძალიან გვეამაყება, რომ ჯერ კიდევ 2022 წლიდან საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი მხარს უჭერს არა მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, არამედ ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. ამ პარტნიორობით თავიდანვე გვსურდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია. ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გვერდით დგომა, რადგან მათ უკვე მოგვიტანეს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, მათი წარმატება ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, — აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
“უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია და შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერია ქართული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში. ამ წლებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა, არამედ დაუვიწყარი გამარჯვებები და ისტორიული წარმატებები — როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი და ქალთა ნაკრებების, ასევე ფუტსალის ეროვნული გუნდის დონეზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი სტუმრობა საქართველოს ბანკში სიმბოლურად წარმოაჩენს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბდა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზრუნოთ ფეხბურთის განვითარებზე და წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების წარმატებაში. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ენერგიას შესძენს ქართული ფეხბურთის წინსვლას, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ”, — განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ თამაშს 15 ნოემბერს, ესპანეთთან 21:00 საათზე, დინამო არენაზე გამართავს. 18 ნოემბერს კი ეროვნული ნაკრები სოფიაში, ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები