სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება — ატვოინდუსტრიაში პირველად, თეგეტა მოტორსმა სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი საავტომობილო სექტორში პირველი კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოში სასწავლო საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დუალური პროგრამები (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) განახორციელოს და ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები მიაწოდოს. სწავლების პროცესი თეგეტა აკადემიასთან თანამშრომლობით წარიმართება. პირველ ეტაპზე პროგრამა მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებას მოიცავს.
ფოტო: თეგეტა
ნინო ერისთავი, თეგეტა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერი: “სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება სახელმწიფო დონეზე აღიარებს თეგეტა მოტორსის მზაობას, რომ კვლავ ჩაერთოს დუალური პროგრამების განხორციელებაში და კვალიფიციური კადრების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კურსდამთავრებულების დასაქმებას, მეორე მხრივ კი, კადრების დეფიციტის შემცირებასა და ინდუსტრიის განვითარებას.
ჩვენი დუალური პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც, 15 სტუდენტი 8 თვის განმავლობაში თეგეტა აკადემიაში თეორიულ სწავლებას გადის. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კი ისინი თეგეტა მოტორსის სერვისცენტრში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ერთვებიან, სადაც პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და გამოცდილებას რეალურ ავტომობილებზე მუშაობით იღებენ. ეს ყველაფერი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად დაეუფლონ პროფესიას, შეიძინონ ის ცოდნა და კომპეტენციები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებასა და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ. სწავლებაში ჩართული ინსტრუქტორები კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც მომზადების სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი“.
დუალური პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულიად უფასოა — თეორიული მოდულები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, პრაქტიკულ ნაწილს კი თეგეტა მოტორსი უზრუნველყოფს“. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების დროს სტუდენტები სიმბოლურ ანაზღაურებასაც იღებენ.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა აკადემია 2019 წლიდან ახორციელებს ავტორიზებულ პროგრამა —მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთებას დუალური ფორმით. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა და 2026 წლიდან სტატუსის მიღება სავალდებულო გახდა ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც დუალურ პროგრამებს ახორციელებენ, იმისთვის, რომ კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გადასცენ. სტატუსის მოპოვების პროცესი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მკაცრ შეფასებას მოიცავდა: ადამიანური რესურსის არსებობა, მატერიალური ბაზის შესაბამისობა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მზაობა. თეგეტა მოტორსმა ყველა ეს კრიტერიუმი წარმატებით დააკმაყოფილა.
დუალური სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის უფასო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მიწოდებას, რაც სერვისის ხარისხის ამაღლებასა და საქართველოში საავტომობილო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალია სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებლებიც — გასულ წლებში კურსდამთავრებულთა უმეტესობა სწორედ თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში დასაქმდა.
--
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები