5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესში ყოველი წუთი ფასეულია, ციფრული ინსტრუმენტები კი კარგი შესაძლებლობაა, საქმიანობა ეფექტიანად მართო და რაც მთავარია — კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნო.
ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსები და პროცესები ერთი აპლიკაციიდან – როგორც ოფისში, ისე მის გარეთ მართონ. საერთაშორისო გადარიცხვებით დაწყებული, სატენდერო გარანტიების მიღებით დამთავრებული. აქ ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია.
ამ სტატიაში კი 5 მნიშვნელოვან ფუნქციას განვიხილავთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, თქვენი ბიზნესის უკეთ მართვისა და განვითარებისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი უნდა გადმოწეროთ.
1. საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერი ადგილიდან
ბიზნეს მობილბანკში თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ, პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებთ. საერთაშორისო გადარიცხვების ეს მარტივი მექანიზმი ფილიალში მისვლას არ საჭიროებს და შესაბამისად, დროსაც დაგიზოგავთ.
აქვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ SWIFT-ტრეკინგის ფუნქციით, რომლითაც გადარიცხვის სტატუსს რეალურ დროში ადევნებთ თვალის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორი კომპანია თანხის მიღებამდე არ იწყებს მომსახურების გაწევას, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა უკვე გადაირიცხა — თუნდაც ის ჯერ შუამავალ ბანკში იყოს.
თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ხშირად თანამშრომლობთ, აპლიკაციაში შეგიძლიათ მარტივად გახსნათ დამატებითი მულტისავალუტო ანგარიში, გადაანაწილოთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში და მართოთ ფინანსები უფრო მოქნილად.
სწორედ ამ ფუნქციონალით სარგებლობს სოციალური საწარმო დადარის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილიც, რომელსაც ბიზნეს მობილბანკი ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობის პროცესს უმარტივებს.
2. ცენტრალიზებული სივრცე კომუნიკაციისთვის
აპლიკაციიდან შეგიძლიათ პირდაპირ გაუგზავნოთ ბანკს წერილი, მიამაგროთ საჭირო დოკუმენტები, ინვოისები ან ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში კი, კომუნიკაციაში ჩართოთ თქვენი თანამშრომლებიც.
ასე, პლატფორმა თქვენი ბიზნესის ორგანიზებულ და მარტივად სამართავ სამუშაო სივრცედ იქცევა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მიმოწერა იყრის თავს, ფაილები დაცულად ინახება, ყველა პასუხი კი ყოველთვის ხელმისაწვდომია.
3. ამონაწერის ამოღება და სახაზინო გადარიცხვები — მარტივად
დეკლარაციის შევსების პროცესის გასამარტივებლად, ბიზნეს მობილბანკი ერთ სივრცეში ყველა საჭირო ფუნქციონალს აერთიანებს. აპლიკაციის დახმარებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ როგორც ამონაწერის ამოღებას, ისე სახაზინო გადარიცხვების შესრულებას.
- ამონაწერის ამოღება შესაძლებელია როგორც ჯამურ თანხებზე, ისე კონკრეტული ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით.
- სახაზინო გადარიცხვა კი შეგიძლიათ სახაზინო კოდის გამოყენებით შეასრულოთ, რაც დეკლარირებასთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვის სწრაფი და მოსახერხებელი გზაა.
ეს ყველა შესაძლებლობა ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი, რაც ფინანსური პროცესების მართვას, მათ შორის დეკლარირებას, ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.
4. სხარტი სესხი
თუ მცირე ან საშუალო ბიზნესი გაქვთ და მიზნის მისაღწევად დამატებითი რესურსები გჭირდებათ, ბიზნეს მობილბანკი თქვენ გვერდითაა.
ფინანსების მისაღებად ფილიალში მისვლა საჭირო არაა, არც დამატებითი საბუთების წარდგენა ან სესხის უზრუნველყოფა - ყველაფერი სრულად ციფრულად ხდება.
პროცესი ასეთია: შეავსეთ განაცხადი აპლიკაციაში და დაელოდეთ პასუხს სულ რამდენიმე წუთი.
5. მიიღეთ ხელშეკრულების შესრულების და სატენდერო გარანტია მარტივად
თუ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობთ და, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, სატენდერო ან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა გიწევთ, ეს ფუნქციონალები აუცილებლად გამოგადგებათ
სატენდერო გარანტია — ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ სატენდერო გარანტია 1 საათზე ნაკლებ დროში მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ თანხის გაყინვა ტენდერის დასრულებამდე და ბიზნესის ფინანსებს თავისუფლად მართავთ. დამატებითი უპირატესობა კი ისაა, რომ 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.
ხელშეკრულების შესრულების გარანტია — თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტია გჭირდებათ, განაცხადზე პასუხს 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, თავად დოკუმენტი კი თანხმობიდან დაახლოებით ერთ საათში მზადდება.
პროცესი სრულად დისტანციურია: დოკუმენტს ციფრული ხელმოწერით ადასტურებთ, სადაც არ უნდა იყოთ. ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ფილიალში მიიღოთ ან თქვენთვის სასურველ მისამართზე ფოსტით გამოიწეროთ.
და ბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს მობილბანკის ინოვაციურობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წელს აღიარა, როგორც საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით.
აპლიკაცია ყოველთვის ვითარდება. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი და გადადით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ ეტაპზე!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები