ნილ ჰოლანდი:

13 Nov. 2025, 17:50

ნილ ჰოლანდი: "რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კვლავაც განადგურება მოუტანა ამ ქვეყანას. ეუთოსა და სხვა საერთაშორისო წყაროების ანგარიშები არ ტოვებს ეჭვს — რუსეთი სისტემატურად არღვევს უკრაინელი ბავშვების, მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედრო ტყვეების უფლებებს. თავად რუსეთში კი ფუნდამენტური თავისუფლებები პრაქტიკულად განადგურებულია — აღარ არსებობს სივრცე დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისათვის. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რუსეთს, დასრულოს მისი უკანონო ომი, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და დაიცვას ეუთოს პრინციპები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ჩვენ ასევე გვაშფოთებს რეგიონში არსებული სხვა გამოწვევები. მოვუწოდებთ ბელარუსს, გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი პოლიტპატიმარი და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ეუთოს მიმართ აღებული ვალდებულებები. ასევე ვთხოვთ ბელარუსს, უზრუნველყოს, რომ ყოფილ პოლიტპატიმრებს გათავისუფლების შემდეგ არ დაემუქროთ შევიწროება ან იძულება. მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გააუქმოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონები და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები. მოვუწოდებთ ყირგიზეთს, არ აღადგინოს სიკვდილით დასჯა და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულება მისი გაუქმების შესახებ". — განაცხადა 6 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში, ნილ ჰოლანდმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…