"გთხოვთ, შემიყვანოთ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში" — მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეყვანას სთხოვს. სააკაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად მისი დაკავება უკრაინის ომს უკავშირდებოდა — აქედან გამომდინარე სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს სთხოვს "როგორც ოდესის რეგიონული სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საქართველოს პრო-რუსული რეჟიმის მიერ" ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს.
"ვცდილობ, არ შეგაწუხოთ ჩემი კითხვებით, რადგან თქვენ ამდენი სამუშაო გაქვთ, და მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის და იმის გამო, რომ მუდმივ ყურადღებას ვგრძნობ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, უმაღლესი რადასგან, თქვენი ადმინისტრაციისგან, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრისგან.
მაგრამ ახლა იძულებული ვარ მოგმართოთ, რადგან გუშინ ციხის საავადმყოფოდან, სადაც მძიმე მოწამვლის გამო ვმკურნალობდი, დამაბრუნეს იმ პერსონალთან, ვინც მომწამლა. ჩემი მოწამვლა 2022 წლის მარტში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოხდა. მოწამვლის ფაქტი დადგენილი იქნა ამერიკული და გერმანული ლაბორატორიების მიერ. პუტინი თავიდანვე ითხოვდა ჩემთან დაკავშირებულ დავებს, ხოლო მედვედევი და ლავროვი არაერთხელ ტრაბახობდნენ ჩემი დაპატიმრებით.
თავდაპირველად, დამაპატიმრეს აბსოლუტურად ფიქტიურ საქმეზე, და საქართველოს იმ დროინდელმა პრემიერმინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს საქმე ჩემს საქმიანობას უკავშირდებოდა უკრაინაში. ახალ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ცოტა ხნის წინ აღიძრა ჩემს წინააღმდეგ, მე, სხვებთან ერთად, ბრალდებული ვარ საბოტაჟისთვის უცხო მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ საქმის მასალები შეიცავს თქვენს განცხადებებს, ისევე როგორც მიხაილო პოდოლიაკის კომენტარებს. ესე იგი, უკანონო ქართული ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს უკრაინას მტრულ უცხო სახელმწიფოდ. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ დიდი ომის დაწყებისთანავე, რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა მინიონებმა ღიად დაიკავეს რუსეთის მხარე.
ამ კონტექსტში, აბსოლუტურად აშკარაა, რომ ჩემი დევნა და ჩემი ბედი ომს უკავშირდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც პატივი მქონდა, მემუშავა თქვენი ხელმძღვანელობით. მინდა გთხოვოთ, ისევე როგორც 2019 წელს, როდესაც თქვენ დამიბრუნეთ ჩემი უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა, გთხოვთ, შემიყვანოთ მე, როგორც ოდესის რეგიონული სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საქართველოს პრო-რუსული რეჟიმის მიერ, ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.
ვიცი, რომ უკრაინელები თავიანთ ხალხს არ ტოვებენ, და თქვენს იმედზე ვარ," — წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" #12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ის 2022 წლის 12 მაისს კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები