გაიცანით ფერადი ჩანთების ბრენდი იწრო — მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ნინი მამასახლისი, ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდ — იწროს (Itsro) დამფუძნებელი, იმ მეწარმე ქალებს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც შეუპოვრობა წარმატების გასაღებია. მისი ისტორია იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მიზანდასახულობას, ბიზნესი ზრდის ახალ საფეხურზე აიყვანოს.
ნინი საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტის — მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილეა და საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბობს.
ფერები და პრაქტიკულობა
ბრენდის ჩამოყალიბების იდეა ნინის 2019 წელს გაუჩნდა. მისი მიზანი იყო, შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობას გამორჩეულ, სახალისო ფერებს შემატებდა. “ვიცოდი, რომ ეს ტანსაცმელი არ იქნებოდა, რადგან ყველას არ მოსწონს ჭრელი სამოსი, მაგრამ ფერადი, პრაქტიკული აქსესუარი ისეთი რამ არის, რითიც ნებისმიერს შეუძლია ისიამოვნოს“, — იხსენებს დიზაინერი. ამ გააზრების შედეგად გაჩნდა ჩანთების ხაზი — ემოციური, ექსპრესიული და პრაქტიკული პროდუქტების სერია.
ბრენდი თანდათან ბუნებრივად განვითარდა, რაც ნინის აზრით, სწორი იდეით იყო განპირობებული. ბოლო ორი წელია კომპანია კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება. დამფუძნებელი კი ცდილობს, თანამედროვე, ელეგანტური, ხარისხიანი და პრაქტიკული ჩანთები შექმნას, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
თუმცა, მეწარმემ ისიც იცის, რომ პროდუქტის ხარისხის გარდა, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია პირადი კავშირი და კარგი მომსახურება. ამიტომ ნინი მუდმივად ითვალისწინებს მათ რჩევებს, შედეგად კი, ახალ მოდელებს მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე ქმნის.
მონაწილეობა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში
როგორც ქალი მეწარმის, ნინის ყველაზე დიდი გამოწვევა შეზღუდული რესურსებით ბიზნესის დაწყება იყო. იგი დამოუკიდებლად ასრულებდა დიზაინერის, მკერავის, წარმოების მენეჯერის, მარკეტერისა თუ ლოჯისტიკის დამგეგმავის ყველა როლს. ამ გამოწვევების დაძლევა კი მუდმივი სწავლის, დისციპლინისა და საკუთარი ხედვებისადმი ურყევი რწმენით შეძლო.
ნინი მამასახლისის ამბავი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მან მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მეორე ცდაზე შეძლო.
“ამ გამოცდილებამ მოტივაცია მომცა, უფრო მეტი მემუშავა, მეტი მესწავლა და როგორც საკუთარი თავი, ისე ჩემი ბიზნესი განვითარების ახალ საფეხურზე გადამეყვანა. წელს კი კვლავ შევიტანე განაცხადი და მიხარია, რომ მიმიღეს“, — ამბობს ის და დასძენს: “ჩემთვის ეს პირადი შეხსენებაა, რომ ჟინი ყოველთვის დაუოკებელია და არასდროს უნდა დანებდე“.
სტრატეგიული აზროვნება და მდგრადობა
ნინი მამასახლისისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ტრანსფორმაციული გამოცდილება აღმოჩნდა. ვორკშოპებზე მან სტრუქტურირებული სახელმძღვანელო, პრაქტიკული ინსტრუმენტები და ბიზნესის წარმართვისა და განვითარების შესახებ ახალი პერსპექტივა მიიღო.
“რაც მთავარია, ამ ვორკშოპებმა ხედვა, გამიფართოვა, ახლა ჩემს საქმეს არა მხოლოდ კრეატიულად, არამედ სტრატეგიულადაც ვუყურებ“, — განმარტავს ნინი.
პროგრამის საშუალებით, მან მრავალფეროვანი უნარები მიიღო დაწყებული სტრატეგიული დაგეგმარებიდან, ფინანსური მენეჯმენტით, ბრენდინგითა და ციფრული მარკეტინგით დამთავრებული. ასევე მიიღო ღირებული ცოდნა მცირე ბიზნესის მდგრადი განვითარებისა და ბრენდის გრძელვადიანი ღირებულების შექმნის შესახებ.
ახლა კი მოკლევადიან პერსპექტივაში, ბრენდის მიზანია წარმოების გაფართოება, ახალი პროდუქტის დიზაინის შექმნა და ონლაინ გაყიდვების გაძლიერებაა. გარდა ამისა, მეწარმე გადამუშავებული ქსოვილებით მეტი აქსესუარის შექმნას და ნულოვანი ნარჩენების პრინციპით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები