Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
ფოტო: Europcar Georgia
საუკეთესო სერვისი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიონალიზმი. ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამსახურებითაც Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კომპანიად დასახელდა და World Luxury Travel Awards 2025-ის ჯილდოც მიიღო. WLTA ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოებაა. რაც შეეხება Europcar Georgia-ს, კატეგორიაში Best Car Rental Company in Eastern Europe კომპანია 5 ფინალისტს შორის გამოარჩიეს.
ფოტო: Europcar Georgia
ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ჯილდო ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წარმატება ეფუძნება მომხმარებლების უკუკავშირს. მომსახურების მიღების შემდეგ ტურისტები და ვიზიტორები ხმას აძლევენ მათთვის რჩეულ, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდებს სხვადასხვა სფეროში და სწორედ ამ შეფასებების შედეგად ვლინდება გამარჯვებულიც. აქედან გამომდინარე, მიღწეულ შედეგსა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს მიუძღვით. ამასთანავე, Europcar Georgia-ს გამარჯვება ასახავს თანამშრომელთა შრომის შედეგებს, რაც დიდი სტიმულია გუნდისთვის, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები“.
Europcar, რომელიც საერთაშორისო კომპანიაა, კონკურსში სხვადასხვა კონტინენტიდან, სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობდა. გამარჯვება კი მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლობამ, მათ შორის საქართველომ, Europcar Georgia-მ მოიპოვა —მომსახურების ხარისხის, ბრენდის იმიჯის, ავტომობილების მდგომარეობისა და შეფასების სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.
World Luxury Travel Awards, რომელსაც ტურიზმის ოსკარს უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი აპრილიდან სექტემბრამდე მიმდინარეობდა და მსოფლიო მასშტაბით, საცალო მომხმარებლებთან ერთად, მასში თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სფეროსთან დაკავშირებული ამა თუ იმ პროდუქტითა თუ სერვისით სარგებლობენ.
მოპოვებული ჯილდო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბრენდების რეპუტაციის ამაღლებაში და ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობის ზრდას.
--
Europcar Georgia ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად, Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები