გაიცანი შალვა მინდაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ყველას ჰყავს მასწავლებელი, რომელიც არასოდეს ავიწყდება. ის, ვინც იმაზე მეტი ასწავლა, ვიდრე წიგნებში ეწერა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჩაუნერგა, თავგადასავლებითა და სირთულეებით სავსე სამყაროს შეცნობის ჟინი გაუღვიძა. სწორედ ასეთი გამორჩეული პედაგოგების აღმოსაჩენად და დასაფასებლად შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ფინალისტებს შორის წელს თბილისის 70-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, შალვა მინდაძეა. მასწავლებლობამდე ისტორიის კვლევით იყო დაკავებული და ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობდა. 2017 წელს ისტორიის პლატფორმა შექმნა, სივრცე, სადაც მოხალისეობრივად აზიარებდა ცოდნას. სწორედ ამ პლატფორმამ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო და ხელმისაწვდომი განათლება, ამიტომ მოინდომა ისტორიის სიყვარული კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანა:
“ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება მაშინ, როცა ბავშვებთან ერთად ქმნი ცოდნას და არა მხოლოდ გადასცემ. ისტორია ბავშვობიდანვე მიყვარდა, პატარაობაში ხელით ვაკეთებდი ყველა ეპოქის იარაღს და ვოცნებობდი, რომ ოდესმე ეს ინტერესები ბავშვებამდე მიმეტანა”.
შალვა გვიყვება, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. 2 წელი ქალაქ მარნეულში არაქართულენოვან მოსწავლეებს ასწავლიდა. ხშირად აწყდებოდა სისტემურ პრობლემებსა და ზოგჯერ მოტივაციის კრიზისსაც. თუმცა, სწორედ ეს სირთულეები იქცა განვითარების ბიძგად და საჭირო გამოცდილებად:
“ჩემი მთავარი პრინციპია, მოსწავლე იყოს პროცესის ცენტრში და არა გვერდით მდგომი. მე არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, საგნის თემა მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებს დავუკავშირო. ვაძლევ თავისუფლებას, აირჩიოს, როგორი ფორმით მოამზადებს დავალებას. იქნება ეს პროექტის წარდგენა, პრეზენტაცია, ვიდეო, ესსე თუ ნახატი. ასე სწავლა სასიამოვნო პროცესია და არა ვალდებულება”.
ისტორიის სწავლა მხოლოდ თარიღებისა და სახელების დამახსოვრება არ არის. შალვაც ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს საგნის მნიშვნელობა დაანახოს:
“ისტორია ბავშვებს ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, არჩევანის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას. ჩვენი გაკვეთილები მხოლოდ წიგნებითა და ტექსტებით არ შემოიფარგლება. ვიყენებ დისკუსიებს, დებატებს, ისტორიულ სიმულაციებს, პროექტებს, ონლაინ რესურსებსა და თამაშით სწავლების მეთოდს. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ ისტორია ცოცხალია და უშუალოდ უკავშირდება ყოველდღიურობას. მართალია, იგი არაზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის ზუსტ პასუხებამდე მივყავართ”.
როგორც შალვა ამბობს, კონკურსში მონაწილეობა კოლეგებმა გადააწყვეტინეს. ფინალისტობა მისთვის არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის შრომა შეიძლება აღიარებული და დაფასებული იყოს:
“ასეთი პროექტებით მასწავლებლის პროფესია საზოგადოებისთვის უფრო ხილვადი ხდება, პედაგოგების ახალ თაობას კი მოტივაცია ემატება. გრძნობენ, რამდენად მნიშვნელოვანნი არიან საერთო კეთილდღეობისთვის. მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ბავშვის წინაშე, რომელსაც ჩაუნერგავ რწმენას, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია“.
ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები