ოსტატი, ანუ მოთხრობა ადამიანის ბუნებაზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
რამდენნაირი შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება, ხასიათი, არსება... ალბათ, ყველანაირი ადამიანური სისუსტის, ბუნებისა და ხასიათის შესახებ დაწერა ჯემალ ქარჩხაძემ. მწერალს სათითაოდ განხილული აქვს ადამიანური ვნებები, ყოველდღიური თუ ზოგადსაკაცობრიო თემები, სისუსტეები და ადამიანად ყოფნის ზოგადი სირთულეები. სწორედ ესაა მიზეზი, რომლის გამოც ჯემალ ქარჩხაძე უკვე დიდი ხანია ქართველი მკითხველის რჩეულია, მისი მოთხრობები თუ რომანები მუდამ ბესტსელერთა სიაშია და ახალბედა თუ გამოცდილი მკითხველები ყოველთვის სიამოვნებით ურჩევენ ერთმანეთს ქარჩხაძის ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვას.
ოსტატი ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთი ნაშრომია, რომელიც მწერალს სპეციალურად აქვს ხელით გადაწერილი ისე, რომ მკითხველისთვის ადვილად წასაკითხი ყოფილიყო.
მოთხრობის არსი მარადიულ პრობლემას — ბოროტების განგრძობითობის მექანიზმს ეხება, და შესაძლოა, ჩვენს თანადროულობას ყველაზე მეტად ეხმიანებოდეს.
მოთხრობაში აღწერილია მხარე, რომელიც არსებობს და თანაც არ არსებობს, “ვინაიდან იქაურობა ვეება მდინარითაა დაფარული, რომლის ულმობელი ტალღები დიდი სიჩქარით მიქრიან არსებობის თავდაღმართში და, რაც კი არსებობს, ყოველივე თან მიაქვთ, რის გამოც ყველაფერი, რაც არსებობს, არსებობს კიდეც და იმავდროულად არც არსებობს...“ და სწორედ ამ მხარეში არის ერთი ისეთი ქვეყანა, სადაც კაცს არავინ კლავს და ადამიანები მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით ასრულებენ მრავალწლიან სიცოცხლეს. ამ მხარის დიადი ხელმწიფე უკმაყოფლო ასეთი შემაშფოთებელი ფაქტის გაგებისთანავე, მოიწვევს თათბირს და დიდხანს ბჭობენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა კაცის კვლის კანონი ამ ურჯულო მხარეში მცხოვრებლებმაც აითვისონ და კეთილსინდისიერად შეასრულონ.
დიდი ბჭობის შემდეგ მეფე ჯერ კიდევ უკმაყოფილოა, “თქვენთვის იოლია ლაპარაკიო, ბრძანა, თქვენ ოღონდ საქმე ფორმალურად მოაგვაროთ და მეც კუდი გამისწოროთ, სხვა არა გენაღვლებათ რა, მე კი ხელმწიფე ვარ და მეტი მომეთხოვება“ — მეფის ამ სიტყვებს გულგრილად ვერ მოისმენს ქვეყნის ერთ-ერთი უხუცესი, გამოცდილი, მკვლელობის საქმეთა განთქმული ოსტატი და მოითხოვს, რომ იმ უცნაური მხარის ხელმწიფის ვაჟი აღსაზრდელად მიაბარონ. ოსტატი დიად ხელმწიფეს ჰპირდება, რომ შვიდ თვეში ამ სათნო, უცნაური და თვინიერი ვაჟისგან სახელგანთქმულ მკვლელს გამოწვრთნის.
გადის დრო, დათქმული ვადა იწურება, ვაჟი კი კვლავ გაუწვრთნელია. ოსტატი წუხს, მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია. ხელმწიფესთან სასოწარკვეთილი მიდის და სთხოვს, რომ კიდევ შვიდი დღეც ადროვოს, უკანასკნელ მეთოდსაც გამოსცდის ვაჟზე და იქნებ ასე მაინც მიაღწიონ სასურველ შედეგს...
„ადამიანი განა რასმე სწავლობს! ადამიანი მხოლოდ იხსენებს იმას, რაც იმთავითვე იცოდა და მერე დაავიწყდა...“ — ბოროტებად ვიბადებით, მაგრამ მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ვავლენთ ჩვენს თანდაყოლილ სისასტიკეს? ყველა ადამიანს შეუძლია მკვლელობა? ბოროტების დასწავლა შესაძლებელია? შესაძლებელია, არსებობდეს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც არც ბოროტია და არაფერი, არასდროს გააბოროტებს? თუ ყველაზე სპეტაკ, უბოროტო, უკეთილშობილეს არსებასაც შეიძლება ასწავლო სისასტიკის უკიდურესი ფორმა — ადამიანის მკვლელობა...
მოთხრობა, რომელიც ადამიანის ბუნებას საოცრად ეხება, აღწერს და აკვირდება. მოთხრობა, რომელიც მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს და დაადუმებს.
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ახლახან ცალკე ნაწარმოებად გამოცემული ოსტატი ჯემალ ქარჩხაძის რომან განზომილებაშიც გვხვდება. რომანში წაკითხვისას მკითხველს სულ სხვა განწყობა ექმნება და სულ სხვა აზრები, ფიქრები შეიძლება გამოიწვიოს. ცალკე წიგნად გამოცემული ნაწარმოები კი უფრო მეტად ემსგავსება იგავს, რომელიც ზოგად ადამიანურ ბუნებას განიხილავს.
ოსტატის გამოცემა გაფორმებულია ავტორისეული გრაფიკული მონახაზებითა თუ სახეებით, რომლებიც ხელნაწერებშია გაბნეული და, რომელთა დანიშნულებაც, ალბათ მხოლოდ ფიქრის პროცესში მიხმარება უნდა ყოფილიყო. ვფიქრობთ, ქარჩხაძის ერთგული მკითხველისთვის ეს ავტორისეული მონახაზები, ფურცელზე დატანილი სახეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას აუცილებლად შეიძენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები