მედიაში გავრცელებულ ცნობების ფონზე, ანტიკორუფციული ბიუროს მომავალი გაურკვეველია
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ გავრცელებული ცნობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უწყებამ მისი ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
სამშაბათს, 11 ნოემბერს, ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ ეს ცნობა უწყების თანამშრომლებზე დაყრდნობით გაავრცელეს, რომლებიც შეხვედრას დაესწრნენ, სადაც კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ გაკეთდა განცხადება.
"კუპრაშვილი უკვე რამდენიმე დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა", — აღნიშნა ფორმულამ. "მისი ბოლო განცხადება მედიაში ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხებოდა".
ფორმულას სიუჟეტის გავრცელების შემდეგ, მალევე, OC Media-მ კომენტარისთვის ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა. უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ კუპრაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა.
ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ამბებს და აღნიშნა, რომ კუპრაშვილის გადაყენების საფუძველს ვერ ხედავს.
"არა, რატომ უნდა მქონდეს? საერთოდ, არც დანიშვნა და არც გათავისუფლება ამ ინსტიტუციაში ჩემს კომპეტენციაში არ შედის", — განაცხადა პაპუაშვილმა IPN-ის თანახმად.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბიუროს მთავარი გამოწვევა მისი სახელწოდებაა.
"გესმის სახელი "ანტიკორუფციული ბიურო" და გგონია, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც უშუალოდ ებრძვის კორუფციას. ასე არ არის. ეს მცდარი ნარატივია, რომლის ჩამოყალიბებასაც ბიუროს სახელწოდებიდან გამომდინარე ცდილობთ", — განაცხადა მან.
პრორუსული მედიასაშუალება იმედის ცნობით, პაპუაშვილმა ისიც დაამატა, რომ ბიუროს ფუნქციები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაიზარდა.
"თავდაპირველი ფუნქციისგან, რომელიც იყო საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების უზრუნველყოფა, დაემატა სტრატეგიის შემუშავება, დაემატა შემდეგ უცხოური დაფინანსების კონტროლი და ა.შ. რაც რა თქმა უნდა გამოწვევებს წარმოადგენს თუმცა ის, როგორც ბიურო საქმიანობს ვფიქრობ, რომ არის დამაკმაყოფილებელი", — თქვა კუპრაშვილმა.
მოგვიანებით, სამშაბათ საღამოს, კომერსანტმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტი — სრულად ქართული ოცნების კონტროლქვეშ — ამზადებს "საკანონმდებლო ინიციატივას", რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება და მისი ფუნქციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) და აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
ოთხშაბათს კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად მიდის და თანამდებობას ინარჩუნებს.
"ვრჩები სამსახურში. მადლობა ემოციისა და ინტერესისთვის. როგორც ხედავთ, მოვედი სამსახურში და გავაგრძელებ მუშაობას. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი", — განუცხადა მან ჟურნალისტებს BM.ge-ს თანახმად.
ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი, მნიშვნელოვანი ფიგურები არიან საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში.
ორშაბათს, 10 ნოემბერს, დამოუკიდებელმა მედიასაშუალება ინდიგომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიურომ მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება გრანტების შესახებ კანონის მიხედვით — კანონი, რომელიც, მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე, ორგანიზაციებს დონორული დაფინანსების მიღებას უკრძალავს.
ინდიგო გახდა ყველაზე ბოლო მედია ან სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ბიუროს მიერ შემოწმებას დაექვემდებარა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
- შალვა პაპუაშვილი: მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა
- რაჟდენ კუპრაშვილი: სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი
- რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
- ნინო გერგაულმა, გორელი აქტივისტების საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- ტერიე ჰელანდი: რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ იარაღად იქცა
- "სალამი": "ანტიკორუფციულმა ბიურომ პლატფორმა "სალამის" წინააღმდეგ რეპრესიული კანონის ამოქმედება დაიწყო"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები