ხმა, რომელიც გაძლიერებს — გაიცანით Khma Concept, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ხატია მათიკოშვილი, "Khma Concept"-ის დამფუძნებელი, მეწარმე ქალთა იმ ამბიციური და მიზანდასახული ჯგუფის ნაწილია, რომლებმაც საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივი პროექტ — მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის საშუალებით, საკუთარი ბიზნესის ჰორიზონტი გააფართოვეს.
პროგრამამ 2022 წლიდან დღემდე 300-მდე ქალ მეწარმეს მხარი დაუჭირა და მათ ცოდნა, ფინანსური რესურსები და ფასდაუდებელი გამოცდილება შესთავაზა.
ქალების გაძლიერებით შთაგონებული
Khma Concept-ის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა იდეა უფრო ძველი, მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენებით, უფრო კონკრეტულად კი კატო მიქელაძის მოღვაწეობითაა შთაგონებული.
“მისი გაზეთის — ხმა ქართველი ქალისა, მიზანი ქალების გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორობისთვის ბრძოლა იყო“, — ამბობს ხატია მათიკოშვილი — “სწორედ მისმა ისტორიამ მიბიძგა, ჩემი გატაცება და მოდის სიყვარული მექცია საქმედ, რომელიც სხვა ქალებისთვის ინსპირაციის წყარო იქნებოდა, მათი ხმა და საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის გამოსახატად“.
Khma Concept-ის მთავარი პროდუქტი ტანსაცმელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გზავნილი ქალებისადმი, ბრენდის ფილოსოფია, რომლითაც იგი მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი უპირობო რწმენას უცხადებს.
“ვფიქრობ, მომხმარებლებს მოსწონთ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ის, რომ განსაკუთრებულად ვუდგებით თითოეულ შეკვეთას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს და ვაგრძნობინებთ, რომ მხოლოდ პროდუქტს არ იძენენ“, – განმარტავს ის.
გამოწვევები და შესაძლებლობები მეწარმეობის გზაზე
როგორც ყველა მეწარმისთვის, ხატიასთვისაც გამოწვევები პროცესის განუყოფელი ნაწილია. ლოჯისტიკური თუ ფინანსური სირთულეები, ასევე ბევრი საქმის ერთდროულად შეთავსების აუცილებლობა, მისი მუდმივი თანამგზავრია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს: “პროცესში იმდენ რამეს სწავლობ, ღირს მცდელობად. თან, როცა პატარა-პატარა შედეგებს ხედავ, ხვდები, რომ იზრდები, ამის გააზრება ძალიან სასიამოვნოა“.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ხატიას მონაწილეობის მთავარი მოტივაცია მისი შინაარსი და შეთავაზებული ტრენინგები იყო.
“ძალიან დიდი ფუფუნებაა მეწარმისთვის, როცა გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გიზიარებენ. თან, ვიცოდი, რომ ცოდნის შეძენასთან ერთად, სხვა მეწარმე ქალებსაც გავიცნობდი და ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვექნებოდა“.
პროგრამამ, რომელიც ინტენსიურ ვორკშოპებსა და ექსპერტების მხარდაჭერას მოიცავს, ხატიას ბიზნესს ახალი მიმართულება მისცა.
“გავეცანი მიმდინარე ტრენდებს სხვადასხვა მიმართულებით: გაყიდვები, კომუნიკაცია, ელექტრონული კომერცია და ა.შ. გადავაფასე ჩემი სამოქმედო გეგმა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, მიღებული ცოდნა საქმეში ვთარგმნო“, — გვიზიარებს ხატია.
მონაწილეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის (AI) სწორად გამოყენების ტექნიკების შესწავლა აღმოჩნდა. ხატია აღნიშნავს, რომ პროგრამის საშუალებით გაიგო, თუ რამდენი ხელსაწყო არსებობს, რაც მეწარმეს საქმეს ყოველდღიურად უმსუბუქებს”.
საინტერესოა Khma Concept-ის სამომავლო გეგმებიც: “ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული, ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, 2 წელიწადში შოურუმი გავხსნათ“.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები