შესარჩევის დასასრული და ახალი ეტაპისთვის მზადება — ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 მატჩს გამართავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს ვუმასპინძლებთ, 18-ში კი ბულგარეთს ვესტუმრებით.
4 მატჩში მოპოვებული 3 ქულით, საქართველო ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდმა ბულგარეთი უშანსოდ დაამარცხა (3:0), თუმცა თურქეთთან (2:3, 1:4) და ესპანეთთან (0:2) დამარცხდა და ჯგუფიდან პლეი-ოფში გადასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა.
2026 წლის მუნდიალზე მოსახვედრად, საქართველომ ორივე მატჩში უნდა გაიმარჯვოს, თუმცა ამავე დროს, თურქეთმა 0 ქულა უნდა დააგროვოს. თეორიული გათვლები და მცირე ალბათობა გვერდით რომ გადავდოთ, ეს ორი შეხვედრა მაინც არაერთი ინტრიგის მატარებელია: საინტერესოა, როგორ მოახერხებს დროებითი ჩავარდნის შემდეგ ძალების მობილიზებას ჩვენი გუნდი, რამდენად იმედიანად დავასრულებთ შესარჩევ ციკლს, ექნებათ თუ არა ახალწვეულებს თავის გამოჩენის საშუალება, უფრო მეტად ორგანული გახდება თუ არა ახალი სათამაშო სქემა ჩვენი ნაკრებისთვის და სხვ.
15 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველო “დინამო არენაზე” ესპანეთს, იგივე “ფურია როხას” დაუპირისპირდება. ბოლო წლების გათვალისწინებით, ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებთან პაექრობა ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ — მის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთს მიმდინარე შესარჩევში 4 მატჩი აქვს გამართული, სადაც არამარტო 4-ვე მატჩში გაიმარჯვა, არამედ გოლიც არ გაუშვია (ბურთების შეფარდება: 15-0).
დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრები თანამედროვე სანაკრებო ფეხბურთის მწვერვალია. თუმცა ნავსი სადღაც ყოველთვის ტყდება. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის განაცხადში მოხვდნენ, ნოემბრის მატჩებისთვის სრული კონცენტრაციით ემზადებიან. ოთარ კიტეიშვილის შეფასებით, ეს იქნება გამოცდა: ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ შენარჩუნებული აქვს ნაკრებს და რომ ბოლოდროინდელი ჩავარდნა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
უზომოდ მოტივირებული ჩანს ჩინებულ ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქტომბრის თამაშებს, ასევე ტრავმის გამო, 100%-იანი მზადყოფნით ვერ შეხვდა. ხვიჩას თქმით, ამჟამად იგი გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფება და საშინაო არენაზე თამაშის ფონზე, გულშემატკივართან მიმართებაში მთელი ნაკრები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომავალი წლისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ”, — აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის შემტევმა.
მეორე მხრივ, ამ შემართების ფონზე, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: ტრავმების გამო, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ. ასევე ხანგრძლივი მკურნალობისა და აღდგენის პროცესში იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძე. დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან ვერ ითამაშებს გიორგი ქოჩორაშვილიც და შესაბამისად, ჩაკვეტაძე-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის ტრიოში 2 ფეხბურთელის არყოფნა ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიოლს ნახევარდაცვის ხაზში გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძეც გამოაკლდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანიოლი რთული ამოცანის წინაშე დგას.
ამ ფონზე, მოედანზე შესაძლოა ახალი ფეხბურთელებიც ვიხილოთ. ჩვენს ნაკრებში ორი დებიუტანტია - ალექსანდრე ნარიმანიძე და იური ტაბატაძე. ორივე მათგანს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენი ნაკრები მნიშვნელოვნად გააძლიერონ. ნარიმანიძე 20 წლისაა — ტანმაღალი (191 სმ.) ცენტრალური მცველი, რომელიც საჰაერო ორთაბრძოლებითა და ბურთის მოკლე პასით ამოტანით გამოირჩევა. რაც შეეხება იური ტაბატაძეს, მას "კადისში” შთამბეჭდავი სეზონი აქვს (12 მატჩი, 4 გოლი, 2 ასისტი) და გუნდთან ერთად ესპანეთის ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.
შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 22:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია (4 მატჩი, 4 მარცხი, ბურთების შეფარდება: 1-16) და ცხადია, ამ ეტაპის დასრულებას დადებითი განწყობით ველოდებით.
ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ვილი სანილი ნაკრებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი, რასაც ამ ორი მატჩის განმავლობაში ვნახავთ, შემდეგი შესარჩევი ციკლის სამზადისი იქნება. თუ დავძლევთ არსებულს, სრულად გამოვიყენებთ პოტენციალს და ერთიანობის წერტილს დავიბრუნებთ, ზედიზედ მეორედ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლმა შეკრებაზე იხმო:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები