მიკორიზა — ბუნებრივი მექანიზმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ფოტო: აგროსფერო
თანამედროვე სოფლის მეურნეობა სულ უფრო მეტად ცდილობს ბუნებრივი მექანიზმების გამოყენებას მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშესაწყობად და მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია მიკორიზა — მცენარისა და სოკოს სიმბიოზური ურთიერთკავშირი, რომელიც ბუნებრივად, დამატებითი ნივთიერებების გარეშე უზრუნველყოფს ნიადაგის გაჯანსაღებასა და მცენარის ზრდა-განვითარებას.
რა არის მიკორიზა და როგორ მუშაობს ის?
მიკორიზა წარმოადგენს ბუნებრივ ურთიერთკავშირს მცენარის ფესვებსა და სპეციალური ტიპის სოკოებს შორის. ეს სოკოები ფესვთა ზედაპირზე ან მის შიგნით კოლონიზდება და ქმნის ერთიან ქსელს, რომლის საშუალებითაც მცენარე იღებს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს იმ ადგილებიდანაც კი, სადაც მისი ფესვები ვერ აღწევს. სანაცვლოდ, მცენარე სოკოს ნახშირწყლებითა და ორგანული ნივთიერებებით უზრუნველყოფს. შედეგად, მათ შორის ყალიბდება კავშირი, რომელიც სასარგებლოა როგორც მცენარისთვის, ისე სოკოსთვის.
მაინც რა სარგებელი მოაქვს მიკორიზას სოფლის მეურნეობისთვის? — შევეცდებით სტატიაში ამ კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი.
- ნიადაგის გაჯანსაღება
მიკორიზული სოკოები გამოყოფენ გლომალინს — განსაკუთრებულ ცილას, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგში აგრეგატების ფორმირებას. ეს აგრეგატები აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, აერაციას და წყლის შეკავების უნარს. შედეგად, ნიადაგი ხდება უფრო მდგრადი ეროზიის მიმართ. გარდა ამისა, მიკორიზა უზრუნველყოფს სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ბიომრავალფეროვნების ზრდას და რეგენერაციას.
- Საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება
Მიკორიზული სოკოების სპორები ნიადაგის დიდ არეალს იკავებს და აღწევს იმ ადგილებშიც, სადაც მცენარის ფესვები ვეღარ ვრცელდება. ამ სპორების გავლით მცენარეები მოშორებით არსებული ელემენტებითაც მარაგდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მინერალური სასუქების საჭიროებას.
- მცენარის გაძლიერება
მიკორიზული სოკოები ეხმარება ფესვთა სისტემას გაფართოებაში და საშუალებას აძლევს მცენარეს მიიღოს მეტი წყალი ღრმა ფენებიდან. შედეგად, მცენარეს ნაკლებ ზიანს აყენებს გვალვა, მარილიანი ნიადაგი და pH-ის ცვლილებები. გარდა ამისა, ის უფრო სწრაფად ახერხებს რეგენერაციას სტრესის შემდეგ და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რთულ გარემო პირობებში.
- მოსავლის ხარისხისა და ნაყოფის გემოს გაუმჯობესება
მიკორიზა არა მხოლოდ ზრდის მოსავლიანობას, არამედ ბუნებრივად აუმჯობესებს ნაყოფის ქიმიურ შედგენილობასაც. ასეთ მცენარეებში მეტია შაქარი, მინერალები და ბიოაქტიური ნაერთები, რის შედეგადაც მათი ნაყოფი უფრო არომატული, გემრიელი და ვიტამინებით მდიდარია. სწორედ ამიტომ, მიკორიზა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობებში.
- მცენარის დაავადებებისგან დაცვა
მიკორიზული სოკოები ფესვებზე წარმოქმნის ბუნებრივ დამცავ ფენას, რაც პათოგენების მიერ მცენარის დაზიანებას უშლის ხელს. ასევე, ისინი ასტიმულირებს მცენარის იმუნურ რეაქციებს და ხელს უწყობს ისეთი ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც ეფექტიანად ებრძვის პათოგენებს. შედეგად, მცენარე ბევრად უფრო გამძლეა ფესვთა ინფექციების მიმართ.
- „აეგის სიმ ირიგა“ — ინოვაციური გადაწყვეტა
მიკორიზული საშუალებების ბაზარზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს „ათენსის“ პროდუქტი „აეგის სიმ ირიგა“. ის In vivo მეთოდით მზადდება, რაც უზრუნველყოფს სპორების მაღალ სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი პროდუქტები ფერმენტაციის გზით მიიღება, რის გამოც ეფექტურობით ბევრად ჩამოუვარდება აეგისს.
„აეგის სიმ ირიგას“ მთავარი უპირატესობებია სპორების მაღალი კონცენტრაცია და აქტივობა, პათოგენების არარსებობა, შენახვის ხანგრძლივი ვადა და მარტივი გამოყენება. პროდუქტი ეფექტიანად ებრძვის ისეთ დაავადებების, როგორებიცაა ფუზარიუმი, სკლეროტინია, ფიტოფთორა და ფესვების სხვა პათოგენები.
„აეგის სიმ ირიგას“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია აგროსფეროა. ამიტომ, თუ გსურთ მეტი გაიგოთ მასზე და სხვა მიკორიზულ პროდუქტებზე, დაუკავშირდით კომპანიის კონსულტანტებს ნომერზე +995 322 500 900 ან ესტუმრეთ მის მაღაზიათა ქსელს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები