ბრიუსელში გაფართოების ფორუმი გაიხსნა, სადაც საქართველო მიწვეული არ არის
ფოტო: ევროსკოპი
ბრიუსელში გაფართოების ფორუმი გაიხსნა, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. ამის მიზეზი, მათი თქმით, ის გახადა, რომ ქართული ოცნება უფრო და უფრო შორდება ევროკავშირის გზას.
"ევროსკოპის" ცნობით, გაფართოების ფორუმის პირველ პანელში მონაწილეობას იღებენ ევროკომისრები: კაია კალასი, მარტა კოსი და ანდრიუს კუბილიუსი, ასევე უკრაინის, მოლდოვას და მონტენეგროს წარმომადგენლები. ევროკომისიამ ეს ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ქვეყნებად დაასახელა.
სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა რომ, ორგანიზაციამ ახალი სტრატეგია "დემოკრატიის ფარი" წარადგინა, რომელშიც კანდიდატი ქვეყნები იქნებიან ჩართული.
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა, რომ "საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები".
"საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ოლიგარქები ან კიდევ რა შეიძლება, ვუწოდოთ მათ, საქართველოში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აკეთებდნენ გზავნილებს, რომ დაივიწყეთ გაფართოების შესახებ, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები", — განაცხადა კუბილიუსმა.
გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს.
"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა", – განაცხადა კოსმა (ციტატას "პირველი არხი" ავრცელებს).
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ 2025 წელი კარგი იყო გაფართოების მიმართულებით: "მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მხრიდან. ეს აჩვენებს, რომ რეფორმები იძლევა შედეგს", — თქმა მარტა კოსმა.
მისი თქმით, ქვეყნებმა წინსვლისთვის სამ მიმართულებაზე უნდა იმუშაონ.
"პირველი, ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც ვაღწევთ მომავალ წევრ სახელმწიფოებთან, უნდა იყოს სანდო. კანდიდატებმა სრულად უნდა შეასრულონ ძირითადი მოთხოვნები და ისინი ეფექტურად განახორციელონ. მოკლე გზები არ არსებობს და არც იქნება. ხშირად მეკითხებიან, ნიშნავს თუ არა გეოპოლიტიკური არგუმენტები, რომ უნდა დავხუჭოთ თვალი და მივიღოთ ახალი წევრები ნებისმიერ ფასად? არა, ეს პირიქითაა. დემოკრატიული ინსტიტუტები როდესაც სუსტია ან კანონის უზენაესობა გაუმართავია, ეს კარს უხსნის მტრულ ზემოქმედებას, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენი კავშირი აგებულია წევრებს შორის ნდობაზე. წარმატებული გაფართოება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნდობა, რომელიც დაფუძნებულია მიღწევებზე, დამსახურებებზე; მეორე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს ახალი წევრებისთვის. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ გაწევრიანებამდე მზადყოფნის შეფასებაზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა იქნება მომავალი გაფართოების გავლენა ძირითად პოლიტიკურ სფეროებზე, ჩვენს ბიუჯეტსა და მართვის სტრუქტურებზე. უნდა უზრუნველვყოთ მკაფიო პასუხები ჩვენი მოქალაქეების შეშფოთებებსა და წუხილებზე – რას ნიშნავს გაფართოება ჩვენი სოციალური დაცვის მოდელისთვის, როგორ გააძლიერებს ის ჩვენი საზღვრების კონტროლს, როგორ უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობის პატივისცემას გაწევრიანების შემდეგ და როგორ იმუშავებს კავშირი ეფექტურად. ჩვენ უნდა გვქონდეს ღია დისკუსია იმის შესახებ, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს ჩავწერთ მომავალ გაწევრიანების ხელშეკრულებებში, რათა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენი კავშირის მთლიანობა დაცულია; მესამე, დროა, გავაფართოოთ თავად გაფართოება. კანდიდატ ქვეყნებს სჭირდებათ დრო რეფორმებისთვის და ზოგჯერ ჩვენს წევრ სახელმწიფოებს სჭირდებათ დრო გადაწყვეტილების მისაღებად, დრო, რომელსაც დღევანდელი სამყარო აღარ გვაძლევს. სწრაფად და მტკიცედ თუ არ ვიმოქმედებთ, რისკია, დავკარგოთ კონტროლი უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ჩვენსავე კონტინენტზე", — აღნიშნა მარტა კოსმა (კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს).
ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი დღეს გაიხსნა. მისი სლოგანია "კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა" და აერთიანებს ფართო და მრავალფეროვან მონაწილეთა წრეს.
- ნინო წილოსანი: თუ ამ ფორუმის მიზანი EU–ს გაფართოებაა, რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია?
- გიომ მერსიე: საქართველოს ხელისუფლებასთან შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები, საქართველო არ არის მოწვეული გაფართოების ფორუმზე
- ნიკოლოზ სამხარაძე: ის ფაქტი, რომ საქართველო არაა მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს
- EU-ს გაფართოების ფორუმზე "ქართული ოცნება" მიწვეული არ არის
- ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები