ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატების ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატების ვინაობა ცნობილია. ინფორმაციას პრემია "საბას" დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო ორი წელია დაჯილდოების საზეიმო ცერემონია აღარ იმართება, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რის გამოც დაკავებულები იყვნენ და არიან ჟურნალისტები, მწერლები, გამომცემლები.
რატი ამაღლობელი ასევე აღნიშნავს, რომ რეპრესირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და საზეიმო ცერემონიის ჩატარებას მაშინ აანონსებს, როდესაც საქართველო "ცივილიზაციური განვითარების გზაზე" დაბრუნდება.
"ლიტერატურული პრემია "საბა" 2002 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიცემა. ბოლო ორი წელია, რაც აღარ ტარდება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ისევე, როგორც შარშან, წელსაც, ქვეყანაში სახეზეა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. დაკავებულები იყვნენ და არიან ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, მწერლები, გამომცემლები.
არ დარჩენილა პროფესიული სფერო, რომლის გამორჩეული წარმომადგენლებიც სასჯელს არ იხდიდნენ ქვეყნის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანის ერთგულების გამო.
მწერლები პაატა შამუგია, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქურხული სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა იზოლატორში, 2 წლით თავისუფლება აღუკვეთეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელსა და პოეტ ზვიად რატიანს.
რეპრესირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
ლიტერატურული პრემია "საბა" დამოუკიდებელი საქართველოს პირმშოა, მისი მრწამსი და ფილოსოფია ეფუძნება სულხან-საბა ორბელიანის საქმეებსა და მისწრაფებებს, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ხელისუფლების მესვეურთაგან ამ დიდი იდეალების ღალატს, იდეალებისა, რომელზეც თავიდანვე იდგა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება.
შესაბამისად, დაჯილდოება წელსაც არ ჩატარდება, თუმცა ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ლიტერატურული პროცესის წინაშე, ამიტომ თანხებს, რომელიც ადრე დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად იმ ავტორებისკენ მივმართავთ, რომლებიც 2025 წლის "საბა" ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ ცივილიზაციური განვითარების გზაზე საქართველოს დაბრუნებას, რის შემდეგაც "საბას" ახალი ენერგიითა და სიხარულით ჩავატარებთ", — დაწერა რატი ამაღლობელმა.
კონკურსის ლიტერატურულმა ჟიურიმ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა , განიხილა 250-მდე წიგნი და ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოავლინა.
"საბა 2025-ის" ჟიურის წევრები იყვნენ:
- მარი ბექაური, მწერალი;
- ლია ლიქოკელი, პოეტი;
- დავით ქართველიშვილი, მწერალი;
- ლელა დუმბაძე, მთარგმნელი;
- ტორესა მოსი, მწერალი.
"საბა 2025-ის" ლაურეატები არიან:
- საუკეთესო რომანი — ირაკლი მეტრეველი "ნებადართული ჯადოქრობა" (სულაკაურის გამომცემლობა);
- საუკეთესო პოეტური კრებული — რეზო გეთიაშვილი "მეოთხე პირის ნიშანი" (კალმოსანი);
- საუკეთესო პროზაული კრებული — მამუკა დოლიძე “გამოფენა”(მერანი);
- საუკეთესო პიესა — ნოდარ მამაცაშვილი "ლოკოკინას სინდრომი" (აწმყო);
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა — სოფიო შამანიდი "აუტანელი კაცები"/აუტანელი ქალები" (სულაკაურის გამომცემლობა);
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი — გიორგი საჯაია "ლპობა" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო);
ლექსო ჩხაიძე — "გარეთ, ქარში საკითხავი" (კალმოსანი); - საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა — ანა მარგველაშვილი "წერილები მეფეს" (ალონი);
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი — ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის "ჯიადი" (გამომცემლობა ინტელექტი);
- ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოვდებიან ლერი ალიმონაკი და ზაზა აბზიანიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები