SJC სოციალური სამართლიანობის ცენტრი "ქართული ოცნების" მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმებას ეხმაურება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქართული ოცნების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებები და ომისა და კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკის პარადიგმის რადიკალური ცვლილება, გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე.
მათივე თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება არსებითად ცვლის ძალთა კონფიგურაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფრმატშიც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთის მთავრობის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, ამ გადაწყვეტილებით კი ცხინვალის მიმართულებით წარმომადგენლობის წონასწორობა ირღვევა.
"კონფლიქტების და ომის მიმართულებით მოულოდნელი და ახალი გადაწყვეტილებების სერია ბოლო 2 წელში, ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების, აგრესიული დეევროპეიზაციისა და რუსეთის მიმართ მკვეთრად შერბილებული რიტორიკის ფონზე, საზოგადოებაში ზრდის ეჭვებსა და შიშებს დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ქართული ოცნების ნამდვილ მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით.
ვიწრო პარტიული ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებები და ომისა და კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკის პარადიგმის რადიკალური ცვლილება, გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე და მან შესაძლოა, საბოლოოდ შეცვალოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კონფლიქტების საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკა და მიდგომებიც.
ცხადია, რომ აქ მხედველობაშია მისაღები ის კონტექსტი, რომელშიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული. მას საფუძვლად უდევს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც ქართული ოცნება 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობა სრულად წინა ხელისუფლებას დააკისრა და პრაქტიკულად გააქრო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი.
მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, ყოველგვარი ალტერნატიული პოლიტიკური მექანიზმის შემოთავაზების გარეშე, გარდა იმისა, რომ კონფლიქტისა და სამშვიდობო პოლიტიკის აქტორების რუკაში საკუთარ წარმომადგენლობას პარადოქსულად ასუსტებს/ანულებს (კონკრეტული ორგანოების მიმართ ლეგიტიმური კრიტიკის არსებობს მიუხედავად), ის არსებითად ცვლის ძალთა კონფიგურაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთის მთავრობის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, ამ გადაწყვეტილებით კი ცხინვალის მიმართულებით წარმომადგენლობის წონასწორობა ირღვევა", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები