ჯილი ცენტრი თეგეტამ წელიწად ნახევარში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა
ფოტო: თეგეტა
ჯილი ცენტრი თეგეტამ საქართველოში წელიწად ნახევრის განმავლობაში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა. კომპაქტური ქროსოვერი, რომელიც ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში შემოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად მოდელად იქცა და ამჟამად მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. Geely Coolray-ს შეძენით არა მარტო ცალკეული მომხმარებლები, არამედ კორპორაციული სეგმენტიც დაინტერესდა — ბრენდი საქართველოში უკვე არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს.
გიორგი შაქარაშვილი, ჯილი ცენტრი თეგეტას კომერციული დირექტორი: “ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რომ ჯილი ცენტრი თეგეტა 10-ზე მეტ სხვადასხვა მოდელს ყიდის, მათ შორის, ჰიბრიდებს, დამუხტვად ჰიბრიდებს, ელექტრომობილებსა და ბენზინის ძრავიან ავტომობილებს. გასულ წლებში ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც ერთი კონკრეტული მოდელის გაყიდვები ასეთ დროში 120+ ერთეულს აღწევს, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელი და დიდი წარმატებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის, ცალკეულ მომხმარებლებთან ერთად, კორპორაციული სეგმენტიც აქტიურობს“.
ფოტო: თეგეტა
სწორედ Coolray იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომლის გაყიდვებიც ჯილის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო და ჯილი ცენტრი თეგეტას ერთგვარ საიმიჯო მოდელად იქცა. მისი პოპულარობა კი მეტწილად იმან განაპირობა, რომ ავტომობილი ბიუჯეტური კლასისაა, თუმცა ავტომოყვარულებს ყველა იმ მახასიათებელს სთავაზობს, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ავტომობილებისთვის.
Geely Coolray 1.5-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავიანი კომპაქტური SUV-ია, რომელიც მაღალი დონის აღჭურვილობით გამოირჩევა: უსაფრთხოების სისტემები, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ავტოპარკინგი, ავტომატური დამუხრუჭება, პანორამული ჭერი, 360-გრადუსიანი კამერები, დისტანციური დაქოქვა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ამ საფასო კატეგორიაში აქამდე ბაზარზე არ არსებობდა. გარდა ამისა, ეს მოდელი ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
Coolray საქართველოს ბაზარზე ევროპული სპეციფიკაციით შემოვიდა, 4-წლიან ოფიციალურ გარანტიასა და ავტორიზებულ სერვისთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ნდობა. ამ მოდელის პოპულარობა განაპირობა არა მხოლოდ ფასმა და აღჭურვილობამ, არამედ გამძლეობამაც. გაყიდულ ავტომობილებზე საგარანტიო შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ავტომობილს უკვე 70 000 კმ-ზე მეტი აქვს გავლილი.
ამჟამად ჯილი ცენტრი თეგეტაში Coolray-ს მარაგი თითქმის სრულად ამოწურულია. თუმცა ჩინური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ამ სეგმენტში მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებას გეგმავს — ნოემბრის ბოლოს ჯილი ცენტრი თეგეტას შოურუმში Coolray-ს მემკვიდრე — Geely Atlas Cool გამოჩნდება. ახალი მოდელი შოურუმში სხვადასხვა ფერითა და კომპლექტაციით იქნება წარმოდგენილი.
ფოტო: თეგეტ
Atlas Cool Coolray-ს ზომის კომპაქტური ქროსოვერია, თუმცა კიდევ უფრო თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და ერგონომიკით, განახლებული ინტერიერითა და დამატებითი ფუნქციებით. ახალი მოდელის ფასი მისი წინამორბედის იდენტურ საფასო კატეგორიაში დარჩება. Atlas Cool განკუთვნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, როგორც ოჯახების, ისე კომპანიებისთვის.
Atlas Cool ჯილი ცენტრი თეგეტას შოურუმში შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებული პირები ტესტ-დრაივის დაჯავშნას მიმდინარე თვის ბოლოდან შეძლებენ.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები