ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილ შს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამავე საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლეს.
პროკურატურა ყოფილ მინისტრს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. 2025 წელს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თეა წულუკიანის კომისიამ დაიწყო. ოქრუაშვილი ე.წ. წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებისთვის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი — ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ხსენებული ფაქტის თობაზე, იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია.
ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარედგინათ," — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილისთვის შეფარდებულ 7-წლიან სასჯელს ამნისტიით სასჯელის ერთი მეოთხედი და ასევე, ის 10 თვე მოაკლდა, რომელიც ოქრუაშვილმა 2019 წელს ციხეში გაატარა. შესაბამისად, ოქრუაშვილს 4 წლისა და 5 თვის პატიმრობის ვადის მოხდა მოუწევს.
პროკურატურის განცხადებას ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის წერს, რომ ზურა "ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები" და იმედი გამოთქვა, რომ მას "სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს".
"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! "ბატონ ოქრუაშვილს" ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს.
ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების "რეჟისორიც" იქნება მიხედილი, კიდევ გაბედა და "აკაცუკების" აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ.
მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი," — წერს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.
- ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება
- ოქრუაშვილის თქმით, დონაძესა და მიქაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ
- გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარედგინა
- ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძეს პატიმრობა მიესაჯა
- 5 ყოფილი მაღალჩინოსნიდან სასამართლო მხოლოდ ზაზა ბაქრაძემ დატოვა — რობაქიძის საქმის განაჩენი
- შსს-ს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს — რობაქიძის საქმის განაჩენი 5 წლის შემდეგ
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა — პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება, კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე სამართალდამცავებმა დააკავეს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები