კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა
"ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას თქვა.
კალაძის თქმით, წინა შემთხვევებში ივანიშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი დასანქცირება იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ახლაც გამორიცხული არაფერია.
"ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მისი შანტაჟი მიმდინარეობდა. ეს არც დაგვიმალავს და ამაზე ღიად ვისაუბრეთ. მან სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო პროცესი წარმატებით დაასრულა, თუმცა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველა ინსტაციაში გამართლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ. ისიც ვიცით, აქედან გამომდინარე, მან რა პოზიცია დაიკავა და რა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები. პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება —- დემოკრატიული საქართველო ატარებს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.
დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანს სანქციას უწესებ, ეს განმარტებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად სიძულვილით, მუქარით, შანტაჟით იყო დაკავებული. გამოვიდნენ და დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაშინ ჩვენ მტკიცედ დავდექით, ქვეყნის ინტერესები დავიცავით. არ მივეცით მათ იმის უფლება, რომ ქვეყანა ომში ჩეთრიათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და სწორედ ამიტომ მიიღეს მაშინ ეს გადაწყვეტილება", — აღნიშნა კახა კალაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები