თეგეტა მოტორსმა Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობას მოაწერა ხელი
ფოტო: თეგეტა
- Bandag-ის ქარხანა ქალაქ რუსთავში აშენდება და ინვესტიციის მოცულობა 2 000 000 ამერიკული დოლარი იქნება
თეგეტა მოტორსსა და Bridgestone-ს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. კავკასიის რეგიონში პირველად Bandag-ის ქარხანას ქართული კომპანია ექსკლუზიურად ააშენებს, სადაც სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების საბურავებს უახლესი ტექნოლოგიით განაახლებენ. Bandag Bridgestone-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ხელახალი გამოყენებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით, ყოველწლიურად მილიონობით საბურავს აწარმოებს.
თეგეტა მოტორსსა და მსოფლიო ბრენდს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოეწერა თბილისში, კომპანიის მულტიფუნქციურ სერვისცენტრში. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ Bridgestone-ის წარმომადგენლები, მათ შორის Bridgestone Core Tyre Business Africa & Middle East-ის პრეზიდენტი ჟაკ ფურიე.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "თეგეტა მოტორსსა და Bridgestone-ის 27წლიანი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის და მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მსოფლიო ბრენდის წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ.
ხანგრძლივი თანამშრომლობის პერიოდში ჩვენი ერთობლივი საქმიანობა მკვეთრად გაფართოვდა და დღეისთვის უკვე იაპონური ბრენდის რეგიონული დისტრიბუტორები ვართ. ბაზრისა და სამოქმედო არეალის ზრდამ კი ახალი ნაბიჯები და განვითარება მოითხოვა. Bandag-ის ქარხნის მშენებლობა ორი ბრენდის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მდგრად განვითარებასა და ინოვაციას ემყარება.
პირველ ეტაპზე რეგიონულ დონეზე 5 000-მდე საბურავის წარმოებას ვგეგმავთ. მომდევნო ხუთი წლის ჭრილში ეს ციფრი გაორმაგდება. შედეგად, პირველ რიგში, გარემოზე ზემოქმედებას და, ამასთან ერთად, ჩვენი კორპორაციული მომხმარებლების ხარჯებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ“.
ფოტო: თეგეტა
პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 აშშ დოლარია. საწყის ეტაპზე თეგეტა მოტორსი ყველა ტიპის სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის განკუთვნილი საბურავების განახლებას გეგმავს. პროცესი სრულად საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართება, რაც იძლევა გარანტიას, რომ განახლებული საბურავი ისე იფუნქციონირებს, როგორიც ახალი. ხელახალი გამოყენებისათვის წარმოებული საბურავების ექსპორტს ჰოლდინგი სომხეთსა და აზერბაიჯანში აპირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოყენებული საბურავის კარკასი ზუსტად იმავე მასალებით იფარება, რომლებითაც წარმოებულია ახალი. ერთეულ საბურავზე ღირებულება, ახალთან შედარებით, 30-40%-ით მცირდება, ექსპლუატაციის ვადა კი 5 წელია.
Bandag-ის ქარხნის მშენებლობა ქალაქ რუსთავში მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. ობიექტის მშენებლობას Bridgestone-ისა და Bandag-ის წარმომადგენლები ინტენსიურ მონიტორინგს გაუწევენ. ქარხანა Bandag-ის უახლესი ევროპული და ამერიკული მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება.
უკვე გაწერილია პროცესი წარმოების დაწყებამდეც — იაპონური ბრენდის გამოცდილი სპეციალისტები ქართველ პერსონალს საგანგებოდ გადაამზადებენ. უშუალოდ ქარხნის ამოქმედების შემდეგ კი ობიექტისა და თანამშრომლების მუშაობას Bandag-ის წარმომადგენლები, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან.
ფოტო: თეგეტა
ქარხანაში საბურავების გადაკვრის ფართოდ გავრცელებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. მეორადი საბურავის კარკასის ვარგისიანობა სპეციალური აპარატით, ე.წ. შეაროგრაფით შემოწმდება. ეს არის უმაღლესი კატეგორიის დანადგარი, რომელიც, რეგიონის ფარგლებში, მხოლოდ რუსთავში Bandag-ის ქარხანას ექნება. სკანირების შემდეგი ეტაპი ნარჩენი პროტექტორის მოშორებაა, რასაც ახალი, მაღალი ხარისხის მასალა ცვლის.
თეგეტა მოტორსში განმარტავენ, რომ გადაკრული საბურავის გამოყენების შემთხვევაში ფასი ერთ კილომეტრზე მკვეთრად დაბალია, თუმცა სატრანსპორტო საშუალება ზუსტად იმდენივე მანძილის დაფარვას შეძლებს, რამდენსაც ახალი საბურავით გაივლიდა.
ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ხაზგასასმელია გარემოსდაცვითი ფაქტორი. Bandag-ის ტექნოლოგიით საბურავების ხელახალი წარმოებისას ნაკლები ნედლეული და ენერგიაა საჭირო. ამასთანავე, საბურავის რამდენიმე ციკლით გამოყენება ამცირებს ნარჩენებისა და ნახშირბადის კვალის მოცულობას და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებას უწყობს ხელს.
ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე გადაწყვეტილებები თეგეტა მოტორსის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც კომპანია წლიდან წლამდე აფართოებს და ახალ ინდუსტრიულ კულტურას ქმნის. სამომავლოდ იგეგმება საბურავების გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაც, რაც საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვასა და ნარჩენების მინიმალიზაციას უზრუნველყოფს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები