ლონდა თოლორაია: თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც "კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის" არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, 10 წლის ბავშვი, რომელმაც, პირობითად, ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში, რაც "პრობლემის" გადაჭრის საბჭოური, ყველაზე ცუდი გზაა და არ ემსახურება ბავშვის ინტერესს.
"დაინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბავშვები 10 წლიდან შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში (ანუ აღუკვეთონ თავისუფლება), თუ იგი ჩაიდენს დანაშაულს, რომლის მაქსიმალური სასჯელი 5 წელზე მეტია.
ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყანაში ქურდობას ჩადის (70-80%): მათ შორის, იპარავენ მურაბებს, ტკბილეულს. ანუ, თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში.
ეს ხელისუფლება ერთ-ერთი რითაც ამაყობდა იყო არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომლის ასაწყობად ამ ქვეყანაში ბევრმა საჯარო მოხელემ იშრომა.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბავშვების დანაშაულის აღკვეთას მათი ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის. ეს არის "პრობლემის"გადაჭრის საბჭოური, ყველაზე ცუდი გზა და შეუძლებელია ეს ემსახურებოდეს ბავშვის ინტერესს. ამ პროცესიდან ბავშვი მოგებული ვერ დარჩება, ვერც გადარჩება და ვერც რეაბილიტირდება.
ბავშვებს სჭირდებათ გამართული განათლების, სოციალური მომსახურებისა და მხარდაჭერის სისტემები, რაც ჩვენს ქვეყანაში არათუ წინ, არამედ უკან წავიდა და ამ ხელისუფლებამ ამ სფეროების განვითარების ნაცვლად, ეს მოიფიქრა — 10, 11, 12, 13 წლის ბავშვების დახურულ დაწესებულებაში გამოკეტვა.
გამოკეტვა კი არა, დაუბრუნეთ ბავშვებს ქვეყანაში დედები, გააძლიერეთ ეკონომიურად, რომ მხოლოდ ოცნებებში არ ჰქონდეთ კარგი ცხოვრება, შესთავაზეთ ისეთი განათლების სისტემა, რომ უხაროდეთ სკოლაში წასვლა. არ ემსახურება ბავშვის ინტერესს მშობელი? განავითარეთ სოციალური სამსახური და ყველასგან (მათ შორის, მშობლისგან) მიტოვებულ/უგულებელყოფილ ბავშვზე იზრუნოს სახელმწიფომ, მანამ სანამ იგი ქუჩის ცხოვრებაში ისე ჩაეფლობა, რომ გამოსავლად მხოლოდ გამოკეტვას ხედავდეთ. ასე უნდა გადაარჩინოთ ბავშვები და არა გამოკეტვით", — წერს ლონდა თოლორაია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები